მტევანფარფლიანები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მტევანფარფლიანები | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Crossopterygii | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
მტევანფარფლიანები (Crossopterygii) — ძვლიანი თევზების ჯგუფი. მათი მკერდისა და მუცლის ფარფლები გრუნტზე ცოცვასაა შეგუებული. აქვს 2 მოკლე ზურგის ფარფლი. მრავალ მათგანს კუდის ფარფლზე მესამე, მცირე ლაპოტი გააჩნია. მტკნარი წყლისა და ზღვის ცხოველებია. ცნობილია ქვედა დევონიდან. მათი უმრავლესობა მეზოზოურის დასასრულს ამოწყდა. თანამედრობე მტევანფარფლიანებიდან ცნობილია 1 სახეობა — ლატიმერია. ადრე მტევანფარფლიანებს შეცდომით აკუთვნებდნენ მრავალფარფლიანებს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 184, თბ., 1984 წელი.