მთელძვლოვანნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მთელძვლოვანნი
Lepisosteus oculatus
Lepisosteus oculatus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანები
ზეოჯახი: მთელძვლოვანნი
ლათინური სახელი
Holostei
დაცვის სტატუსი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მთელძვლოვანნი, ძვლიანი განოიდები (Holostei) — თევზების ზეოჯახი სხივფარფლიანების კლასისა. გარდამავალი ადგილი უკავიათ ხრტილიან განოიდებსა და ძვლიან თევზებს შორის. მთელძვლოვანნი პირველად გვიან პერმულ პერიოდში გაჩნდნენ. მეზოზოურში არსებობდა მთელძვლოვანთა 7 რიგი, პალეოგენის დასაწყისში კი თითქმის მთლიანად ამოწყდნენ. თანამედროვე ფაუნაში შემორჩენილია შლამის თევზებისა (1 სახეობა შლამის თევზი ანუ ამია) და კაიმანისებრი თევზების (რამდენიმე სახეობა) რიგი. მთელძვლოვანნი გავრცელებული არიან ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში.

ლიტერატურა [რედაქტირება]