|
ორგვარადმსუნთქავნი |
Neoceratodus forsteri
|
| მეცნიერული კლასიფიკაცია |
| სამეფო: |
ცხოველები |
| ტიპი: |
ქორდიანები |
| ქვეტიპი: |
ხერხემლიანები |
| ქვეკლასი: |
ორგვარადმსუნთქავნი |
|
| ლათინური სახელი |
| Dipnoi |
| დაცვის სტატუსი |
|
|
|
ორგვარადმსუნთქავნი (Dipnoi) — იმ თევზების ქვეკლასი, რომლებიც სუნთქავენ როგორც ლაყუჩებით, ისე ფილტვებით. აქვთ 2 მ-მდე სიგრძის წაგრძელებული და გვერდებიდან შებრტყელებული ან მომრგვალებული სხეული, ქალასთან შეზრდილი ზედა ყბა (ავტოსტილია), ქორდა (მთელი სიცოცხლის განმავლობაში) და შინაგანი ნესტოები — ქოანები. წინა გული ნაწილობრივ გამოყოფილია მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად. აქვთ ფილტვური სისხლის მიმოქცევა. ქვეკლასში 12 ოჯახია, რომელთაგან 9 ნამარხია, 3 — თანამედროვე. Ceratodidae-ს 1 სახეობა — ნეოცერატოდი — გავრცელებულია ავსტრალიაში, Lepidosirenidae-ს გვარის 1 სახეობა — ლეპიდოსირენი — სამხრეთ ამერიკაში, Protopteridae -ს გვარის 3 სახეობა — პროტოპტერუსები — ცენტრალურ აფრიკაში. ორგვარადმსუნთქავნი მტკნარი წყლის თევზებია. იკვებებიან უხერხემლოებით, თევზებით, ამფიბიებით, ლეპიდოსირენი და პროტოპტერუსი მშრალ პერიოდში ძილს ეძლევიან. აქვთ სარეწაო მნიშვნელობა. ნეოცერატოდის ჭერა აკრძალულია. ნამარხი ნაშთები ცნობილია დევონური დროიდან.