ძერანა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ძერანა | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Polyporus squamosus | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
ძერანა (ლათ. Polyporus squamosus) — ქუდიანი სოკო. ქუდი მარაოსებრია, დიდი, ზოგჯერ 50 სმ აღწევს; ზედაპირი მოყვითალოა და დაფარულია კონცენტრულად განლკაგებული მურა ქერცლებით. ფეხი გვერდითია, მსხვილი, მოკლე, მოყვითალო, ფუძესთან – შავი. ქუდის ქვედა მხარეს განვითარებულია მსხვილი, კუნთოვანი ფორები. იზრდება გამხმარი ფოთლოვანი ხეების, განსაკუთრებით წიფლის მერქანზე გაზაფხულიდან ზამთრამდე. იჭმება მხოლოდ ნორჩი და ახალი. ფართოდ არის გავრცელებული მთელი ევროპის ტერიტორიაზე, ასევე აშშ-ში (კლდოვანი მთები).
სახეობა პირველად მეცნერული თვალსაზრისით აიღწერა 1778 წელს ბრიტანელი ბოტანიკოსის უილიამ ჰადსონის მიერ,[1] რომელმაც სახეობას უწოდა „Boletus squamosus“. დღევანდელი სახით სახელწოდება მიიღო 1821 წელს, როდესაც სახეობა აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას ფრისმა.[2]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 268, თბ., 1987 წელი.