ძაღლის ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძაღლის ენა
Cynoglossum officinale
სამკურნალო ძაღლის ენა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  ძაღლის ენა
ლათინური სახელი
Cynoglossum L., 1753
სინონიმები
  • Mapuchea Serrano, R.Carbajal & S.Ortiz, 2016
  • Paracynoglossum Popov, 1953

ძაღლის ენა, ოსერო (ლათ. Cynoglossum) — ორ- ან მრავალწლოვან (იშვიათად ერთწლოვან) ბალახოვან მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა.

გვარში 60 სახეობაა, გავრცელებულია ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში. საქართველოში 4 სახეობა იზრდება, მეტწილად მშრალ ადგილსამყოფელზე.

სამკურნალო ძაღლის ენა (ლათ. Cynoglossum officinale), ისე როგორც სხვა სახეობები, შხამიანია, ფესვი და თესლი შეიცავს ალკალოიდებს (ცინოგლოსინს, ცინოგლოსეინსა და სხვა), გლიკოალკალოიდებს. ფესვსა და ფოთოლს ხალხურ მედიცინაში იყენებენ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად, ხველების დასაწყნარებლად, საფენებად, აგრეთვე მავნე მწერებისა და მღრღნელების წინააღმდეგ.

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Cynoglossum germanicum
Cynoglossum austroafricanum
Cynoglossum zeylanicum

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]