ციმიციფუგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ციმიციფუგა

დიყისფოთოლა ციმიციფუგა (Cimicifuga heracleifolia)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ბაიასნაირნი
ოჯახი:  ბაიასებრნი
გვარი:  ციმიციფუგა
ლათინური სახელი
Cimicifuga Wernisch., 1763

ციმიციფუგა[1] (ლათ. Cimicifuga) — მრავალწლოვან ფესურიან მცენარეთა ყოფილი გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. დღეისათვის განიხილება როგორც დათვის ყურძნის გვარის (Actaea) სექცია.[2] აქვთ დაღარული, 50–200 სმ სიმაღლის ღერო. ფოთლები ორ-სამჯერ სამმაგი ან ფრთისებრია, შიშველი ან რკინისფერი ბეწვით შემოსილი, რომელთა სეკრეტი მცენარეს უსიამოვნო სუნს აძლევს. ყვევილები დიამეტრით 5 სმ-მდეა, აქვთ უბრალო ყვავილსაფარი, შეკრებილი არიან მრავალყვავილიან ვერცხლისფერ-თეთრ-კრემისფერ კენწერულ მტევნებად ან მტევნისებრ საგველებად; მტვრიანები მრავალრიცხოვანია, გრძელი, ხშირად, გაფართოებული ძაფებით. ნაყოფი 2–8 ფოთლურისაგან შედგება. ცნობილია 18-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნეოტროპიკულ ოლქებში. ციმიციფუგებს შორის არის სამკურნალო და დეკორატიული (კულტურაში — XVIII საუკუნიდან) მცენარეები. მყრალი ციმიციფუგა (C. foetida) გამოიყენება ბაღლინჯოებთან და სხვა მწერებთან საბრძოლველად,[3] მათ შორის აზიურ ფაროსანასთან.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 თხილის მავნე ორგანიზმებისაგან დაცვა. agriedu.ge. ციტირების თარიღი: 26 მაისი, 2021
  2. Compton, James A.; Culham, Alastair; Jury, Stephen L. (აგვისტო, 1998). „Reclassification of Actaea to include Cimicifuga and Souliea (Ranunculaceae): phytogeny inferred from morphology, nrDNA ITS, and cpDNA trn L‐F sequence variation“. TAXON. 47 (3): 593–634. doi:10.2307/1223580. ციტირების თარიღი: 26 მაისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. Крупкина Л. И. Клопогон // Большая российская энциклопедия. т. 14. — М., 2009. — стр. 310.