მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცვილის სურო (ლათ. Hoya carnosa) — ხვიარა მარადმწვანე ბუჩქი ქენდირისებრთა ოჯახისა. ზოგჯერ უწოდებენ ცვილის ხესაც (შდრ. ცვილის ხე).[1] აქვს ხორცოვანი და მბრწყინავი ფოთლები, ვარდისფერი და სურნელოვანი ყვავილები, რომლებიც ცვილისგან გაკეთებულს გავს (აქედან სახელწოდება) და შეკრებილია ქოლგებში.[2] იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ავსტრალიის ტენიან სუბტროპიკულ ტყეებში.[1] როგორც ოთახის მცენარეს, ძველი დროიდან ზრდიან მეორე სახეობასთან — Hoya bella-სთან ერთად, რომელიც მიანმარის ტყეებში გვხვდება.[2]