ცვილის პალმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცვილის პალმა

Ceroxylon ceriferum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  პალმისნაირნი
ოჯახი:  პალმები
გვარი:  ცვილის პალმა
ლათინური სახელი
Ceroxylon Bonpl. ex DC., 1804

ცვილის პალმა, ცეროქსილონი (ლათ. Ceroxylon) — პალმების გვარი. აერთიანებს 12 (ზოგი წყაროთი — დაახლოებით 20) სახეობას.[1] გავრცელებული არიან ანდების შუამთის სარტყლის ტყეებში, ზღვის დონიდან 3000 მეტრამდე, კოლუმბიიდან და ვენესუელიდან პერუსა და ბოლივიამდე. მათი ხისებრი დაუტოტავი წერწეტა „ღეროები“ სიმაღლით 30 მეტრამდეა, ზოგიერთი სახეობისა — 60 მეტრამდე; ისინი დაფარულია ცვილის მოთეთრო სქელი ფენით და მარმარილოსგან გამოქანდაკებულს ჰგვანან; ვარჯი შედგება ფრთული გრძელყუნწიანი ფოთლებისგან. ნაყოფი წითელი წვნიანი კურკიანაა. ამ გვარის ყველაზე ცნობილი სახეობებია ანდების ცვილის პალმა (C. alpinum, C. andicola) და კინდიოს ცვილის პალმა (C. quindiuense). იყენებენ ცვილის მისაღებად.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sanin, Maria Jose; Galeano, Gloria (2011). „A revision of the Andean wax palms, Ceroxylon (Arecaceae)“ (PDF). Phytotaxa. 34 (34): 1–64. doi:10.11646/phytotaxa.34.1.1. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. Головкин Б. Н. Восковые пальмы // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 734–735.