ჩვეულებრივი ღამის ყანჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი ღამის ყანჩა
ღამის ყანჩა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Nycticorax nycticorax (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 106003742
გავრცელება

  ბუდობის არეალი
  წლიური არეალი
  მხოლოდ ზამთრობით

ჩვეულებრივი ღამის ყანჩა[1] ან ღამის ყანჩა[2][3] (ლათ. Nycticorax nycticorax) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 60 სმ. შეფერილია უმთავრესად შავად (ლითონისებრი ბზინვარებით), მოთეთროდ და რუხად. გავრცელებულია ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, აგრეთვე აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში;[4] გვხვდება საქართველოშიც.[2] ზამთრობით აფრიკაში მიფრინავს. ბინადრობს მდინარეების, ტბორებისა და ტბების ნაპირებთან. ბუდობს კოლონიებად, ჩვეულებრივ ხეებზე. დედალი დებს 4–5 მომწვანო კვერცხს; ინკუბაცია 21–22 დღე-ღამე გრძელდება, კრუხობს ორივე მშობელი. იკვებება თევზით, ბაყაყებით, აგრეთვე მცირე ხერხემლიანი ცხოველებით.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Птицы Советского Союза, под ред. Г. П. Дементьева и Н. А. Гладкова, т. 2, М., 1951.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. night heron — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 622.
  3. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 39.
  4. 4.0 4.1 Кваква // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 11 — М., 1973.