ჩეხონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩეხონი
Pelecus cultratus1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
სახეობა: ჩეხონი
ლათინური სახელი
Pelecus cultratus
(კარლ ლინე, 1758)

ჩეხონი (ლათ. Pelecus cultratus) — ნახევრად გამსვლელი ან მტკნარი წყლის თევზი კობრისებრთა ოჯახისა. აქვს წაგრძელებული, გვერდებიდან შებრტყელებული სხეული, რომლის სიგრძე 30-40 (ზოგჯერ 60-მდე) სმ, მასა — 300-400 გ — 2 კგ აღწევს. გავრცელებულია ბალტიის, შავ, კასპიისა და არალის ზღვებში, აგრეთვე ტბებსა და წყალსატევებში. პელაგიური თევზია, ცხოვრობს წყლის სქელ ფენებში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-5 წლისა. ტოფობს მაის-ივნისში. ნახევრად გამსვლელი ფორმები იზამთრებენ მდინარეებში. იკვებება უხერხემლოებითა და წვრილი თევზებით. ძვირფასი სარეწაო თევზია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]