ჩაის მრეწველობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩაის მრეწველობაკვების მრეწველობის დარგი, რომელიც გამოიმუშავებს ბაიხაოსა და დაწნეხილ ჩაის, აგრეთვე ჩაის თხევადსა და მშრალ ნატურალურ კონცენტრატებს.

ჩაის კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე XIX საუკუნის 40-იან წლებიდან გავრცელდა. 1913 წელს უკვე ფუნქციონირებდა 5 ფაბრიკა, რომლებმაც გამოიმუშავა 131 ბაიხაოს ჩაი. ჩაის მრეწველობა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ განვითარდა. ომამდე ხუთწლედებში აშენდა მრავალი ჩაის ფაბრიკა. ძირითადი სახეობის პროდუქციის — შავი ბაიხაოს ჩაის — გარდა აითვისეს მწვანე ბაიხაოს ჩაის, ფილა ჩაისა და მწვანე აგურა ჩაის წარმოებაც.

საქართველოში წარმოებული ჩაი წლების მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლები ფაბრიკების რაოდენობა ბაიხაოს ჩაის წარმოება
(ათ. ტ)
1940 34 11,1
1950 42 20,2
1960 65 38,2
1970 77 63,9
1975 87 83,1
1980 89 127,5
1982 92 136,5
1984 93 141,2
წლები წარმოებული ჩაი
(ათ. ტ)
ბაიხაოს ჩაის პირველადი
დამუშავება (ათ. ტ)
1940 2,7 11,1
1965 24,1 45,8
1975 52,1 83,1
1980 68,1 127,5
1984 112,4 141,2

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]