ჩაიიაფუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჩაიიაფუმი
ტაი. เทศบาลเมืองชัยภูมิ
გერბი

ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
პროვინცია ჩაიიაფუმის პროვინცია
რეგიონი ისანის რეგიონი
კოორდინატები 15°48′20″ ჩ. გ. 102°01′52″ ა. გ. / 15.80556° ჩ. გ. 102.03111° ა. გ. / 15.80556; 102.03111
ფართობი 30.78 კმ²
ცენტრის სიმაღლე 185
მოსახლეობა 58,350 კაცი (2015)
სასაათო სარტყელი UTC+7
საფოსტო ინდექსი 36000
ჩაიიაფუმი — ტაილანდი
ჩაიიაფუმი

ჩაიიაფუმი (ტაი. ชัยภูมิ) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ტაილანდში, ჩაიიაფუმის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 2015 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობდა 58,350 ადამიანი. მდებარეობს ბანგკოკიდან 337 კმ-ში, კორატის პლატოზე, ზღვის დონიდან 185 მ სიმაღლეზე. ქალაქის სიახლოვეს არსებული ტერიტორია სავსებით მოსწორებულია, თუმცა დასავლეთით აღმართულია ფეტჩაბუნის მთები. განვითარებულია ტროპიკული სავანური კლიმატი. ზამთარი მშრალია და ძალიან თბილი, აპრილი ძალიან ცხელი თვეა, რომლის საშუალო დღიური მაქსიმალური ტემპერატურა უდრის 36.4 °C. მუსონური სეზონები გვიან აპრილიდან ოქტომბრამდეა, რომელსაც თან ახლავს თავსხმა, დღის განმავლობაში არსებული რამდენადმე გრილი ტემპერატურით, ღამეები მაინც თბილი რჩება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]