შხეფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შხეფია
Toxotes jaculatrix.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
რიგი: ქორჭილასნაირნი
ლათინური სახელი
Toxotes jaculator

შხეფია (ლათ. Toxotes jaculator) — თევზი ქორჭილასნაირთა რიგისა, პატარა, 20 სმ-მდე სიგრძის თევზია. ბინადროს ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების აუზის ტროპიკული ნაწილის მტკნარ წყლებში. იკვებება ხმელეთის ორგანიზმებით, ძირითადად მწერებით. აქვს კვების უცნაური ხერხი: წყალსატევის ნაპირას ბალახოვან მცენარეებზე მჯდომ ცხოველს (ხოჭო, ობობა, პეპელა, ჭიანჭველა და სხვა.) პირიდან მარჯვედ ამოსროლილი წყლის შხეფით — 1,5 მ მანძილზე — აგდებს წყალში და სწრაფი მოძრაობით იჭერს. ადამიანის საჭმელი თევზია.

ლიტერატურა[რედაქტირება]