ობობები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ობობა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ობობა
Orb weaver spider day web02.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
ქვეტიპი: ქელიცერიანები
კლასი: ობობასნაირნი
რიგი: ობობები
ლათინური სახელი
Araneae
მრავალსახეობა

111 ოჯახი, 40,000 სახეობა

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 82732
NCBI 6893

ობობები (Araneae) — ფეხსახსრიან ცხოველთა რიგი ობობასნაირთა კლასისა, ფეხსახსრიანების ტიპისა. კაცობრიობისთვის ცნობილია ობობების 32 000 ნაირსახეობა. ისინი ერთმანეთისგან სიდიდით, ფორმით და თვისებებებით განსხვავდებიან, მაგრამ აქვთ ერთნაირი სხეულის აგებულება. ობობის სხეული ორი ნაწილისაგან შედგება. სხეულის წინა მხარე თავ-მკერდი (cephalothorax, პროსომა), რომელიც აერთიანებს ობობას თავისა და მკერდის ნაწილებს. ყოველ ობობას აქვს რვა კიდური, რომელიც შეერთებულია თავ-მკერდთან. სხეულის უკანა მხარეს შეადგენს მუცელი (ოპისტოსომა), რომელიც მოიცავს საჭმლის მომნელებელ სისტემას, სასქესო ორგანოებსა და აბლაბუდის სართავ ორგანოებს.

საცეცები (pedipalpus)[რედაქტირება]

1)ქელიცერი. 2)შხამიანი ჯირკვალი. 3) ტვინი. 4)მწუწნავი კუჭი. 7)გული. 12) სააბლაბუდე ჯირკვლები. 13)აბრეშუმის ჯირკვალი. 14)ტრაქეა. 15)საკვერცხე. 16)ფილტვის ტომსიკი და სასუნთქი ხვრელი. 18)კიდურები. 19)საცეცი.
ნერვული სისტემა
სასუნთქი სისტემა
მომნელებელი სისტემა
სისხლის მიმოქცევის სისტემა
სასქესო ორგანოები (ნახატზე საკვერცხე კვერცხსავლით)

სხეულის წინა ნაწილში ყველა ობობას აქვს საცეცები (პედიპალპი), რომლებიც ძალიან ჰგვანან მოკლე კიდურებს, მაგრამ აქვთ სრულებით განსხვავებული დანიშნულება. ობობა იყენებს მათ კვებისა და ორიენტაციისათვის. მამრი ობობები საცეცებში სპერმას ინახავენ და გამოიყენებენ მას შემდგომი გამრავლებისათვის. ობობების უმრავლესობას რვა თვალი აქვს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც არც ერთი თვალი არ აქვთ.

პირის წინა ნაწილში ობობებს ე.წ. ხელიცერა აქვთ. იგი წარმოადგენს ღრმა ფუღურო მილებს, რომლებიც ბოლოვდება ბასრი მარწუხებით. ობობა მათ იყენებს მსხვერპლის განგმირვისთვის, თავის დასაცავად და მიწის სათხრელად.

ობობა მწერებითა და სხვა პატარა არსებებით იკვებება. ზოგიერთი მათგანი პატარა თაგვებსა და თევზს მიირთმევს; დიდი ობობები ჩიტებითა და ბაყაყებით იკვებებიან. ობობების უმრავლესობა კანიბალები არიან და სიამოვნებით მიირთმევენ ერთმანეთის ხორცს.

მსხვერპლის მოსაკლავად ბევრი ობობა მარწუხებიდან გამოყოფილ შხამს იყენებს. ობობა საკვებს არ ღეჭავს, მას მხოლოდ თხევადი მასის გადაყლაპვა შეუძლია. ამისათვის, მოკლულ მსხვერპლს იგი უშხაპუნებს თავის ნერწყვს, რომელიც მის კუჭნაწლავში გამოიყოფა და შეიცავს სპეციალურ მომნელებელ წვენს. ამ პროცესის შედეგად მსხვერპლის ხორცი თხევად მასად იქცევა და ობობა მას ადვილად იწოვს. ობობას გააჩნია სპეციალური ორგანო, რომელიც შემწოვ ფუნქციას ასრულებს და, რომლის დახმარებით, იგი ადვილად შთანთქავს თხევად მასად გადაქცეულ მსხვერპლს.

სააბლაბუდე ჯირკვლები[რედაქტირება]

ობობამ კალიას შეუშხაპუნა ნერწყვი და თხევად მასად აქცია. იგი მას ადვილად შთანთქავს სპეციალური ორგანოთი.

ყველა ობობა რთავს აბლაბუდის ქსელს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მათი სიცოცხლისათვის. ქსელს შემდეგი დანიშნულება აქვს: ობობა მასზე აბრეშუმის პარკის მსგავს აბლაბუდის ქსელს რთავს, რომელშიც შემდგომ კვერცხებს ფუთავს; აბამს მას ფოთლებსა და ტოტებზე შემდეგი უსაფრთხო გადაადგილებისათვის; იკეთებს მასზე ბუდეს, რომელშიც ისვენებს და ატარებს ზამთარს; ასევე ობობა ქსელს მსხვერპლის გამოსაჭერად იყენებს.

ობობას სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა ქსელის გაბმა შეუძლია. თუ ქსელი გათვალისწინებულია მსხვერპლის გამოსაჭერად, მაშინ ობობა რთვისას სპეციალურ წებოვან ნივთიერებას გამოყოფს. თუ ქსელი მას მხოლოდ გადაადგილებისთვის სჭირდება, იგი მშრალია. კვერცხის დასადებად ობობა სპეციალურ ქსელს რთავს. ობობის ქსელის ძაფები უფრო მეტად გამძლეა, ვიდრე იმავე დიამეტრის ფოლადის ძაფები და სამჯერ მეტ სიგრძეზე იჭიმება.

იმისათვის რომ თავად არ გაებას მახეში, ობობა ყოველთვის რთავს საკმარისი რაოდენობის მშრალ ქსელს. მან ზუსტად იცის, სად არის აღნიშნული მშრალი ადგილები და აქ უცდის თავის მსხვერპლს. ობობა, ასევე, გამოყოფს ზეთოვან ნივთიერებას კიდურებზე, რომელიც იცავს მას ქსელში გაბმისაგან.

აბლაბუდის ქსელი[რედაქტირება]

ე.წ. კტენიზიდი ბინადრობს მიწის ხვრელებში, რომელიც აბლაბუდითაა გარშემოტყმულია.

სხვადასხვა ჯიშის ობობა სხვადასხვანაირ ქსელს რთავს. ყველაზე გავრცელებული არის ე.წ. წრიული ქსელი, რომელსაც ხშირად შეხვდებით ბაღებსა თუ პარკებში; განსაკუთრებით ლამაზია ქსელი ზამთარში, როდესაც მის აბრეშუმის ძაფებზე ცვარი ჩნდება. წრიული ქსელისთვის დამახასიათებელია ძაფების სხივისებრი რთვა ცენტრიდან. სხივები ერთმანეთთან დაკავშირებულია წებოვანი რკალებით, რომლებიც ასრულებენ ხაფანგის დანიშნულებას. წრიული ქსელები, ხშირ შემთხვევაში, მცირე ზომისაა, თუმცა ტროპიკებში გვხვდება გიგანტური ქსელებიც. უზარმაზარ ხეებზე მობიმადრე ობობები ქსელებს ხეებს შორის რთავენ. ასეთი ქსელების დიამეტრი ზოგჯერ 2,5 მეტრსაც აღწევს და მასში პატარა ფრინველიც შეიძლება გაებას.

ობობების უმრავლესობას ცუდი მხედველობა აქვს, ამიტომ მსხვერპლზე ნადირობისას ისინი მხოლოდ საკუთარ ქსელით გადაადგილდებიან. ზოგიერთი ობობა ქსელის ცენტრში უდარაჯდება მსხვერპლს, ზოგი კი ნაპირზე იცდის. როდესაც მწერი ებმება ქსელში, იგი ყველანაირად ცდილობს გაითავისუფლოს თავი. ამ ცდების შედეგად წარმოიქმნება ვიბრაცია, რომელიც ამცნობებს ობობას ნადავლის მახეში გაბმის შესახებ. ამის შემდეგ ობობა უახლოვდება მსხვერპლს, შხამავს მას და ახვევს ქსელში.

არსებობს ე.წ. ძაბრისებრი ქსელიც. ასეთი სახის ქსელი ხშირად გვხვდება მაღალ ბალახში, კლდეებსა და მორებზე. მისი მრთველი ობობა "ძაბრის " ფსკერზე იმალება და იქ ელოდება თავის მსხვერპლს, შემდეგ კი თავს ესხმის მას და მიირთმევს "ძაბრის" ბოლოში.

ობობის ქსელის სხვა დანიშნულება[რედაქტირება]

ეს პატარა ობობა მიირთმევს ნემსიყლაპიას.

არსებობს ობობის სახეობები, რომლებიც ქსოვილის მსგავს ქსელებს რთავენ. ასეთი ქსელები ხშირად უფორმოა, არ გააჩნიათ წებოვანი ზედაპირი, მაგრამ აქვთ ე.წ. "უხილავი ძაფები", რომლებიც აბნევენ მსხვერპლს და წონასწორობას უკარგავენ; მწერები ეცემიან და ებმებიან ქსელში, რის შემდეგაც ობობა მათ თავს ესხმის. სახლებში მობინადრე ობობები სწორედ ამ ტიპის ქსელებს რთავენ.

ზოგიერთი ობობა ქსელს სხვაგვარად იყენებს. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკაში მობინადრე ობობა "ბოლასი" რთავს 5 სმ სიგრძის აბრეშუმის თოკს, რომლის ბოლოზეც ათავსებს პატარა წებოვან ბურთულას . ასეთი ბურთულა შეიცავს სპეციალურ ნივთიერებას, რომელიც იზიდავს მამრობითი სქესის ჩრჩილსა და პეპელას. როდესაც მსხვერპლი საკმაოდ ახლოსაა, ობობა უმიზნებს მას აბრეშუმის თოკსა და მახეში აბამს.

წებოვანი ნერწყვი[რედაქტირება]

მხტუნავი ობობა (Salticus scenicus)

ევროპაში და ჩრდილოეთ აზიაში გავრცელებულია ობობის ისეთი სახეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია წებოვანი ნერწყვი. ობობის ეს კატეგორია ნადავლს წორედ ამ ნერწყვის საშვალებით უმკლავდება.

ავსტრალიური ობობის ერთ-ერთი სახეობა რთავს პატარა ქსელს, რომელიც უჭირავს ოთხი წინა კიდურით. მსხვერპლის დანახვისთანავე იგი შლის ამ ქსელს, ზემოდან ახტება ნადავლს და ახვევს მას შიგ, შემდეგ კი მიირთმევს თავის ბუნაგში. ამ ჯიშის ობობებს განსაკუთრებული მხედველობა აქვთ. ისინი, ძირითადად, ღამით ნადირობენ და, სხვა მწერებისაგან განსხვავებით, მეტად მგძმობიარენი არიან სინათლის მიმართ.

მხტუნავი ობობები ნელ-ნელა ეპარებიან თავიანთ მსხვერპლს და მოულოდნელად ესხმიან თავს. ისინი ხტუნავენ მცირე მანძილზე, თუმცა მათი ნახტომი სიმაღლეში 20-ჯერ აღემატება თვით ობობის სიმაღლეს.

მომაკვდინებელი შხამი[რედაქტირება]

ყარაყურთი (Latrodectus tredecimguttatus) მამალი

თითქმის ყველა ობობას აქვს შხამიანი ჯირკვალი, თუმცა ობობების მხოლოდ 3%-ია საშიში ადამიანისათვის. ხელიცერის საფუძველში ობობას აქვს ორი ტომრისებრი შხამიანი ჯირკვალი, რომელიც დაკავშირებულია მარწუხებთან სადინარით.

ობობას შხამი ცხოველებზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. თუ ერთ მადგანს შხამი კლავს, მეორეს არაფერს ვნებს. ასეთი ეფექტი ყოველთვის არ არის დამოკიდებული ცხოველის ზომაზე. მაგალითად ობობა შავი ქვრივი საჭიროებს 160-ჯერ მეტ შხამს ბაყაყის მოსაკლავად, ვიდრე ბევრად დიდ წიწილას შემთხვევაში. ზოგჯერ ერთი და იმავე ჯიშის ცხოველზე შხამი სხვადასხვანაირად მოქმედებს.

ობობის შხამი ორნაირია - ნეიროტოქსიკური და ჰემოლიტიკური. ნეიროტოქსიკური შხამი ყველაზე მომაკვდინებელია და მოქმედებს პირდაპირ მსხვერპლის ნერვულ სისტემაზე.

სახიფათო ნაკბენი[რედაქტირება]

მამალი ,,შავი ქვრივი" მეტად პატარაა დედალზე.როდესაც იგი მზადაა დაწყვილებისთვის, ნელ-ნელა უახლოვდება პარტნიორს. თუ დედალმა ვერ ამოიცნო მასში თავისივე სახეობის წარმომადგენელი, მან შეიძლება შეჭამოს კიდეც იგი. ♀
მამალი ,,შავი ქვრივი" ♂

"შავი ქვრივის" კბენის დროს გამოიყოფა ნეიროტოქსინი, რომელიც იწვევს სასტიკ ტკივილს, კუნთების სპაზმებსა და ადამიანის პარალიზებას. ასეთი ნაკბენი ძალზე საშიშია, თუმცა ანტიდოტის დროულად მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია ადამიანის გადარჩნა. რაც შეეხება მწერებს, ნეიროტოქსინი მათ ძალიან სწრაფად აპარალიზებს და ზოგჯერ ობობა მათ ცოცხლად შთანთქავს.

გასაკვირი, მაგრამ "შავი ქვრივის" ბევრი სახეობა ძალიან მშიშარაა და თავდასხმას ამჯობინებს დამალვას. საშიშროების მოახლოების დროს, იგი უმოძრაოდ ეცემა და მკვდრის შესახედაობას იღებს. "შავი ქვრივები" ადამიანებს კბენენ მხოლოდ გაღიზიანებულ ან შეშინებულ მდგომარეობაში.

სამხრეთ ამერიკული "მევიოლინე" ობობა გამოყოფს ჰემოლიტიკურ შხამს, რომელიც ზემოქმედებს ადამიანის სისხლში და კანზე. მკურნალობა შესაძლოა თვეობითაც გაგრძელდეს. ამასთანავე, ჰემოლიტიკურ შხამს დადებითი თვისებებიც გააჩნია. მედიცინაში მას იყენებენ სისხლში თრომბის გასაწოვად. სხვადასხვა მიზნით გამოიყენება, ასევე, სხვა ობობების შხამი. მაგალითად, აფრიკაში, კალაჰარის უდაბნოში მოსახლე ბედუინები შხამს საბრძოლო შუბის წვეტებზე უსვამენ.

ზოგიერთი ობობა , უმეტესწილად დედალი, იყენებს შხამს თავის მსგავს სახეობაზე თავდასხმისათვის. მამლები, ჩვეულებრივ, დედლებზე პატარები არიან და უახლოვდებიან მათ დიდი სიპრთხილით. დაწყვილების პერიოდის დროს მამალს დიდი მონდომება სჭირდება იმისათვის, რომ დაარწმუნოს დედალი თავის სასიკეთო ზრახვებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შეიძლება უბრალოდ ემსხვერპლოს მას.

დაწყვილების თამაში[რედაქტირება]

შავი ერეზუსი (Eresus cinnaberinus)

ობობების თითქმის ყველა სახეობა გამოყოფს ფერომონებს, ეს არის ქიმიური სიგნალი, რომელიც ესმის სხვა ობობებს. ამ სიგნალების დახმარებით არაქნიდები ცნობენ ერთმანეთს და იგებენ ერთმანეთის განზრახვებს. ზოგი სახეობა აბამს ქსელებს იმისათვის, რომ მისი ადგილმდებარეობა იცოდეს საპირისპირო სქესის წარმომადგენელმა.

აბსოლუტური მხედველოვის მქონე ობობები, მაგამითად, მხტუნავი ობობა. დაწყვილებისას იყენებს თავის მხედველობას. მამალი ობობა განსაკუთრებულ ცეკვას ასრულებს დედლის წინ. ასეთი საარშიყო ცეკვა შეიძლება რამდენიმე საათსაც კი გაგრძელდეს მანამ, სანამ დედალი დათანხმდება. ამის შემდეგ მამალი ობობა საცეცების საშვალებით გადასცემს სპერმას დედლის გენიტალიებს და ხდება განაყოფიერება.

სქესობრივი სიგნალები[რედაქტირება]

ბაღის ეს პატარა ობობები ახალი გამოჩეკილები არიან. მას შემდეგ, რაც მათ შეეძლებათ საკუთარი ქსელის რთვა, პატარები დამოუკიდებელად იცხოვრებენ.

ობობის ზოგიერთი სახეობა პოტენციურ მეწყვილეს აბლაბუდას ქსელის ვიბრაციითაც გრძნობს. მამალი ობობა იწყებს მოძრაობას ქსლის გარშემო განსაკუთრებულ რითმში. დედალი ცნობს ამ რითმს, ამის შემდეგ მამალი ნელ-ნელა უახლოვდება დედალს და ცდილობს არ განარისხოს ის, წინააღმდეგ შემთხვევაში შეჭმა არ აცდება.

სახეობის მიხედვით, დედალი ობობები დებენ ერთიდან ათასამდე კვერცხს. შემდეგ ამ კვერცხებს ახვევენ აბრეშუმის პარკში, რომელსაც თან ატარებენ ან, იშვიათ შემთხვევაში, უსაფრთხო ადგილას ინახავენ.

ახლად გამოჩეკილ ობობები ძალიან უსუსურნი არიან, მათ არ ძალუძთ თავის დაცვა და ქსელის რთვა, ამიტომაც არ შორდებიან თავიანთ დედებს. დედა და შვილ ობობას შორისაც გარკვეული ქიმიური სიგნალები არსებობს, რომლებიც ხელს უშლიან დედა ობობას შეჭმოს თავისი შვილები. მას შემდეგ, რაც პატარა ობობას ძალუძს საკუთარი ქსელის რთვა, იგი შორდება დედას და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს.

არაქნოფობია[რედაქტირება]

დაავადება არაქნოფობია აღნიშნავს ობობების პანიკურ შიშს. თვით სიტყვის პირველი ნაწილი უკავშირდება ბერძნულ მითოლოგიას და წამოსულია გმირი ქალის არაქნის სახელიდან. ქალღმერთმა ათენამ იგი ობობად გადააქცია.

ამ ფობიისაგან განკურნება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური თერაპიით, რომლის დროსაც პაციენტს აპირისპირებენ მისი შიშის გამომწვევ ობიექტთანს, ამ შემთხვევაში,ობობასთან. თავდაპირველად ავადმყოფი ეგუება ობობის ფოტოს, ხოლო შემდეგ ხვდება რეალურ არაქნიდს. ასეთი მეთოდით იკურნება სხვა ფობიებიც, მაგალითად ქსენოფობია, ზოოფობია და ა.შ.

საინტერესო ცნობები[რედაქტირება]

  • ბრაზილიურ მოხეტიალე ობობებს ყველაზე ძლიერი შხამი აქვთ. ისინი ბინადრობენ ადამიანებთან ახლოს და ხშირად შედიან მათ სახლებში, სადაც იმალებიან ფეხსაცმელსა და ტანსაცმელში.შეწუხების შემთხვევაში ისინი უმალვე იკბინებიან, რის შედეგადაც უშხაპუნებენ მსხვერპლს უძლიერეს ნერვოტოქსინებს. ასეთ ნაკბენებს შეუძლიათ ადამიანის მოკვლა, თუმცა არსებობს ანტიდოტი.
  • ფილიპინებში ძალიან პოპულარულია ობობების ჩხუბები. ასეთი გართობის მოყვარულები იჭერენ ობობას და შეჯიბრებამდე კვებავენ მას ნემსიყლაპიებით, რაც, მათი აზრით, მეტ გამბედაობას აძლევს მათ. ობობის იარაღია მის სააბლაბუდე ძაფი. გამარჯვებული ის ობობა, რომელიც პირველი გაახვევს ქსელში თავის მოწინააღმდეგეს.

საქართველოს ობობები[რედაქტირება]

საქართველოში ობობების 501 სახეობა ბინადრობს[1][2]. ქართული არაქნოლოგი თამარ მხეიძე 1997 წ. აღწერილი აქვს ერთი წიგნი საქართველოს ობობების შესახებ[3].

სურათები[რედაქტირება]

რესურსები[რედაქტირება]

  1. http://caucasus-spiders.info/
  2. http://www.endemic-species-caucasus.info/
  3. მხეიძე, თამარ (1997): საქართველოს ობობები - სისტემატიკა, ეკოლოგია, ზოოგეოგრაფიული მიმოხილვა. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 392 გვ.