შჩეპკინსკის ტყე
შჩეპკინსკის ტყე | |
---|---|
რუს. Щепкинский лес | |
მდებარეობა | |
47°19′50″ ჩ. გ. 39°46′49″ ა. გ. / 47.33056° ჩ. გ. 39.78028° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
რაიონი | ვოროშილოვის რაიონი |
ქალაქი | დონის როსტოვი |
ძირითადი ინფორმაცია | |
დაარსების წელი | მე-20 საუკუნის დასაწყისი |
ფართობი | 1600 ჰა |
შჩეპკინსკის ტყე (მუნიციპალური ტყე) — რუსეთში მდებარე სპეციალურად დაცული ბუნებრივი ტერიტორია, ყველაზე დიდი ტყის პლანტაცია ვოროშილოვის რაიონის ქალაქ დონის როსტოვში. [1]
დაცულ ტერიტორიას სახელი ეწოდა შჩეპკინსკის ხევის მიხედვით, რომელიც მდებარეობს ამჟამინდელი ტყის ადგილზე, ხოლო ზოგიერთი სხვა წყაროს მიხედვით, ნაკრძალს სახელი დაარქვეს ერთ-ერთი ახლომდებარე დასახლება შჩეპკინის მიხედვით. პარკის სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ არის 4 კილომეტრია, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაჭიმულიაა 4-4,5 კილომეტრზე.
შჩეპკინსკის ტყეს 2006 წლის 30 იანვრამდე ჰქონდა რეგიონული მნიშვნელობის სახელმწიფო ნაკრძალის სტატუსი, თუმცა ეს სტატუსი შემდგომში უკვე მოიხსნა როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის ბრძანების შესაბამისად. ქალაქ დონის როსტოვის ადმინისტრაციის 2014 წლის 20 მაისის №558 განკარგულების მიხედვით, მიწის ნაკვეთი ტყესთან ერთად კლასიფიცირებულია, როგორც „დასახლებული ტერიტორია.“ შსაბამისად, ასეთი სახის ტყეებში ნადირობა აკრძალულია.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მე-20 საუკუნის დასაწყისში, როსტოვის რაიონში, სოფელ შჩეპკინოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ტყის პლანტაციის დაარსების შესახებ, რომელიც მოგვიანებით ე.წ. პარტიულ ზაკაზნიკად ( ეკონომიკური საქმიანობის ნაწილობრივი შეზღუდვის მქონე დაცული ტერიტორია) გადაკეთდა. ცნობილია, რომ ზაკაზნიკი მის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ცხოველის მოშენებისთვის შეიქმნა, მაგრამ ინიციატივა ჩაიშალა და ამ სფეროში ყოველგვარი ეკონომიკური აქტივობა შემცირდა. [2] შემორჩენილია ტყიანი ადგილები, რომლებიც შთაბეჭდილებას ახდენენ თავიანთი თვალწარმტაცი პეიზაჟებით. ვრცელი სატყეო მეურნეობა მრავალფეროვანი მცენარეული სახეობითაა წარმოდგენილი.
ამჟამად შჩეპკინსკის ტყე არის ყველაზე დიდი ადამიანის მიერ შექმნილი ტყის პლანტაცია ქალაქ დონის როსტოვის საზღვრებთან. [1] როსტოვის მაცხოვრებლებს უყვართ არდადეგების გატარება ნაკრძალის ტერიტორიაზე მისი ადგილების შთამბეჭდავი სილამაზის გამო. პარკში არის ველობილიკების ფართო ქსელი.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შჩეპკინსკის ტყე დონის როსტოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. რელიეფი წარმოდგენილია აკუმულაციური წარმონაქმნებით. ნაკრძალის ტერიტორიაზე განლაგებულია ორი კარიერი, რომელთაგან ერთი წყლით არის სავსე. ტყის ცენტრალურ ნაწილში დგას გუბე დამდგარი წყლით; იქ ბანაობა აკრძალულია. ტყის პლანტაციის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ხელოვნური ტბა, რომელიც წარმოქმნილია მდინარეების ბოლშაია კამიშევახასა და ტემერნიკის შენაკადების შეერთების შედეგად.[3]
Ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შჩეპკინსკის ტყის ტერიტორიები გამოირჩევა მდინარისა და ტყის ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნებით. დატბორილ კარიერში მოიპოვა თევზი, რომელთაგან ძირითადად აღსანიშნავია ვერცხლისფერი კარპი, ღორჯოსებრი ქვიშის გობი და კიბო . ტყეში ბინადრობს შველი,მელა, კურდღელი, გარეული ღორი, ხოხობი, ყანჩა და სხვა ცხოველთა სახეობები, რომლებიც გავრცელებულია სამხრეთ რუსეთში. შჩეპკინსკის ტყეში ნადირობა აკრძალულია. თევზჭერაზე ნებართვა არ არის საჭირო. [4]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Щепкинский лес | Отдых на природе Ростов, места отдыха в Ростовской области | Отдых в Ростове-на-Дону и Ростовской области. ციტირების თარიღი: 2015-02-23
- ↑ Ростовское городское сообщество — Щепкинский лес. ციტირების თარიღი: 2015-02-23
- ↑ янъ-портал: Щепкинский лес. ციტირების თარიღი: 2015-02-23
- ↑ Щепкинский лес — Ростов-на-Дону. ციტირების თარიღი: 2015-02-23