შოთა უთმელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შოთა უთმელიძე
დაბადების თარიღი 24 აგვისტო, 1946 (1946-08-24) (77 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

შოთა უთმელიძე (დ. 24 აგვისტო, 1946) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი, მიმოსვლის გზათა ინჟინრის კვალიფიკაციით.

1969-2000 წლებში მუშაობდა საავტომობილო გზების საპროექტო ინსტიტუტ „სოიუზდორპროექტის“ თბილისის ფილიალის, საგზაო განყოფილების ინჟინრად, უფროს ინჟინრად, წამყვან ინჟინრად, საველე საკვლევაძიებო ჯგუფის ოსტატად, ექსპედიციის უფროსად, პროექტის მთავარ ინჟინრად, საგზაო განყოფილების მთავარ სპეციალისტად; 2000-2010 წლებში მუშაობდა საავტომობილო გზების საპროექტო ინსტიტუტ „ტრანსპროექტში“ სხვადასხვა თანამდებობებზე — ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ ინჟინრად. მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შესრულებული პროექტებია: საავტომობილო გზა „სოჭი-ზედა სოლახაულის“ კაპიტალური შეკეთების პროექტი (1969, რუსეთი). საავტომობილო გზა „სარი-ტაშ-ირკეშტამის“ (ჩინეთის საზღვარი) მშენებლობის პროექტი (1970, ყირგიზეთი); საავტომობილო გზა „სოჭი-სოხუმის“ კურორტ განთიადის შემოსავლელი გზის მშენებლობის პროექტი (1971). საავტომობილო გზა „ხიხამთა-ფუტიეთის“ მშენებლობის პროექტი (1971); საავტომობილო გზა „აბანო-ომალოს“ კაპიტალური შეკეთების პროექტი (1972); 1973-1974 წლებში საავტომობილო გზა „ნოვოროსიისკი-თბილისი-ბაქოს“ აგურა-ადლერის მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების პროექტი (რუსეთი); 1974-1976 წლებში საავტომობილო გზა „ნოვოროსიისკი-თბილისი-ბაქოს“ ქ. გაგრის შემოსასვლელი გზა. 1976-1980 წლებში საქართველოს სამხედრო საავტომობილო გზის კაპიტალური შეკეთების პროექტი. 1980-1981 წლებში საავტომობილო გზა „ნოვოროსიისკი-თბილისი-ბაქოს“ ქ. ქუთაისის შემოსასვლელი გზა. 1983-1985 წლებში მთიან პლატოზე გამავალი რკინიგზა „ბუ-მედფა-საიდა“ 325კმ. 1987-1991 წლებში საავტომობილო გზა „ნოვოროსიისკი-თბილისი-ბაქოს“ კუდესტა-ადლერის მონაკვეთის პროექტი. 1990-1991 წლებში საავტომობილო გზა „ლენინგრადი-კიევი-ოდესა“ ლენინგრადის ოლქის საზღვარი - ქ. ფსკოვის მონაკვეთის პროექტი (რუსეთი); 1991-1992 წლებში საავტომობილო გზა ა„დლერი-კრასნაია პოლიანას“ მშენებლობის პროექტი (რუსეთი); 2001 წელს საავტომობილო გზა „თბილისი-წითელი ხიდის“ რეაბილიტაციის პროექტი; 2004 წელს საავტომობილო გზა „ბორჯომი-ბაკურიანის“ რეაბილიტაციის პროექტი. 2006-2010 წლებში თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის პროექტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. თბ., 2017, გვ. 537-538

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]