შიაულიაი (ქალაქი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
შიაულიაი
Šiauliai
ქალაქის ცენტრი
ქალაქის ცენტრი
გერბი
გერბი
ქვეყანა ლიტვის დროშა ლიტვა
მაზრა შიაულიაი
კოორდინატები 55°55′ ჩ. გ. 23°19′ ა. გ. / 55.917° ჩ. გ. 23.317° ა. გ. / 55.917; 23.317
პირველი ხსენება 1236
ადრეული სახელები შავლი
ქალაქი 1524  წლიდან
ფართობი 81 კმ²
მოსახლეობა 128 397 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 1605 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
ოფიციალური საიტი http://www.siauliai.lt

შიაულიაი (ქალაქი) მდებარეობა ლიტვა

Red pog.svg

შიაულიაი (ლიტვ. Šiauliai , პოლ. Szawle, რუს. Шавли) - მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (128 ათ. კაცი) მეოთხე ქალაქი ჩრდილოეთ ლიტვაში. შიაულიაის მაზრისა და შიაულიაის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

მდებარეობა[რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს ჩრდილოეთ ლიტვაში, ვილნიუსიდან 214 კილომეტრი, კაუნასიდან 142 კმ, ხოლო კლაიპედიდან 161 კმ. ფართობი 81 კმ2.

შიაულიაი არის მნიშვნელოვანი სამრეწველო და კულტურული ცენტრი. ქალაქში მდებარეობს შიაულიაის უნივერსიტეტი, დრამატული თეატრი და რამდენიმე მუზეუმი, რომელთა შორის აღსანიშნავია:ველოსიპედების, ფოტოგრაფიის, რადიო-ტელევიზიისა და კატების მუზეუმები.

ისტორია[რედაქტირება]

ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1236 წელს ჯვაროსნებთან დაკავშირებით, ხოლო როგორც ქალაქი ნახსენებია 1524 წელს სიგიზმუნდ I-ის სიგელში.

XIX საუკუნის I ნახევარში ქალაქის გავლით გაიყვანეს რიგა-ტილზიტის (ახლანდ. სოვეტსკი, კალინინგრადის ოლქი) საავტომობილო გზა, ხოლო 1871 წელს ქალაქის გავლით დააკავშირეს ლიეპაია (ლატვია) და რომნი (უკრაინა).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ქალაქის ცენტრალური სკვერი