შვიდი მთავარანგელოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვიდი მთავარანგელოზის შვიდი ბეჭედი XVI საუკუნის ტრაქტატიდან "მაგიური მეცნიერების სრული წიგნი".

შვიდ მთავარანგელოზთა სისტემა ანგელოლოგიის ძველი ტრადიციიდან მომდინარეობს. სხვადასხვა წყაროებში შვიდ მთავარანგელოზთა განსაზღვრება ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ასევე განსხვავადება მათი პლანეტებზე - მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი - მფარველობა. ყველაზე ადრეული მინიშნება შვიდ მთავარანგელოზზე მოიპოვება ენოქის I წიგნში (ეთიოპიური ენოქი), რომლის მიხედვით ისინი იყვნენ: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, რაგელი, ზარახიელი და რემიელი. რამდენიმე საუკუნით გვიან ფსევდო-დიონისიუსი მათ ამგვარად აყალიბებს: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, ქამუელი, იოფიელი და ზადკიელი. რომის პაპი გრიგოლ I-ის კლასიფიკაციით კი ისინი იყვნენ: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, სიმიელი, ორიფიელი და ზახარიელი.

შვიდი მთავარანგელოზი განსაკუთრებით ფიგურერებს რიტუალურ მაგიურ ცერემონიებში, სადაც ყოველ მთავარანგელოზს გარკვეული ბეჭედი მიეკუთვნება.

მთავარანგელოზები არიან: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, იეგუდიელი, სელაფიელი, ვარახიელი, იერომიელი.