მიქაელ მთავარანგელოზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიქაელ მთავარანგელოზი. რუსეთი, ანდრეი რუბლიოვი, 1410

მიქაელ მთავარანგელოზი ანგელოზთა დასის წინამძღოლი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“). სწორედ მან დაამხო ანგელოზი ლუციფერი (მოელვარე). ღმერთის მიერ მინიჭებული მადლით ეშმაკზე ძლევის გამო, მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებიც. ხატებსა და ფრესკებზე მთავარანგელოზ მიქაელს, როგორც მძლეველს ყველა მტრული ძალისა - ხატებზე ჯავშნით - ღვთიური მადლით შემოსილს გამოხატავენ. იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ - ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული. ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს.

ბიბლიაში მოიხსენიება[რედაქტირება]

მთავარანგელოზი მიქაელი რამდენიმეჯერ არის მოხსენებული ბიბლიაში:

ძველი აღთქმა[რედაქტირება]

ძველ აღთქმაში როგორც წესი პირდაპირ არაა ნახსენები ანგელოზთა სახელები რიგი გამონაკლისების გარდა. ესენია:

  • (დან.10:13).([[|დან..]]10:13)
და მთავარი მეფობისა სპარსთაჲსაჲ დგა წინააღმდგომად ჩემდა ოცდაერთსა დღესა. და, აჰა, მიხაილ, ერთი მთავართაგანი პირველთაჲ მოვიდა შეწევნად ჩემდა. და იგი დაუტევე მუნ მთავარსა თანა მეფობისა სპარსთაჲსასა.
  • (დან.10:21).
არამედ ანუ მიგითხრა შენ შორის დაწესებული წერილსა შორის ჭეშმარიტებისასა. და არა არს ერთიცა თანმოქმედი ჩემ თანა ამათთჳს, გარნა ხოლო მიქაილ, მთავარი თქუენი.
  • (დან.10:1).
და მას ჟამსა შინა აღდგეს მიქაილ, მთავარი დიდი, რომელი დგას ზედა ძეთა ერისა შენისათა, და იყოს ჟამი ჭირისა, ჭირი, რომელი არა იყო, ვინათგან იქმნა ნათესავი ქუეყანასა ზედა და ვიდრე ჟამამდე, და მას ჟამსა განერეს ერი შენი, ყოველი პოვნილი დაწერილ წიგნსა შინა.

მიქაელ მთავარანგელოზის სახელთან დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტი:

ახალი აღთქმა[რედაქტირება]