გაბრიელ მთავარანგელოზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბრიელი.
გაბრიელ მთავარანგელოზის მე-12 საუკუნის ხატი ნოვგოროდიდან.

გაბრიელი (ებრ. גַּבְרִיאֵל, გავრიელ; ლათ. Gabrielus, არაბ. جبريل‎‎ ღაბრილ, ჯიბრილ) — სხვადასხვა რელიგიაში მაღალი რანგის ანგელოზია, რომელიც ღმერთის მაცნედ ევლინება ადამიანებს. ის პირველად დანიელის წიგნში ფიგურირებს ებრაულ ბიბლიაში. სახელი გაბრიელი შესაძლებელია ნიშნავდეს „ღვთის კაცს“ ან „ღვთის გმირს“. მას ასევე ზოგან მოიხსენიებენ როგორც „ღვთის მარცხენა ხელს“.

აბრაამული რელიგიების მიხედვით გაბრიელი მთავარანგელოზია, რომელიც ღმერთის მაცნედ მსახურობს. ზოგან მას სიკვდილის ანგელოზადაც მიიჩნევენ, ცეცხლისა და მეხის უფლად, მაგრამ უფრო ხშირად ის ღმერთის მთავარი მაცნეა, და ტრადიციულად ერთადერთი ანგელოზია, რომელსაც სირიულად და ქალდეურად შეუძლია ლაპარაკი. გაბრიელს ხშირად მიქაელთან აიგივებენ შეცდომით. ეს უკანასკნელი ხმალს ფლობს და ედემის ბაღს (მოგვიანებით კი სამოთხეს) დარაჯობს ადამის, ევასა და მისი შთამომავლებისგან.

ისლამში გაბრიელს ოთხ მთავარ ანგელოზთა შორის უფროსად მიიჩნევენ და მას სიმართლის გამცხადებელს უწოდებენ. გაბრიელი ასევე ნახსენებია ბაჰაიზმში, განსაკუთრებით ბაჰაულას მეტაფიზიკურ ნაშრომებში „შვიდი ხეობა“ და „ოთხი ხეობა“.