შელოცვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შელოცვა — ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში გავრცელებული მაგიური ძალის მქონე სპეციალური ტექსტი, რომელსაც წარმოთქვამენ მოსალოდნელი ხიფათისაგან, ავადმყოფობისაგან, ავი თვალისაგან, ნადირისაგან და ა. შ. დაცვის მიზნით. ქართულ ფოლკლორში ძირითადად ცნობილია სამეურნეო და სამკურნალო შელოცვები. შელოცვები გვხვდება ძელ ქართულ ძეგლებში: „კურთხევანი“, „კარაბადინი“, „ავგაროზი“ და სხვა. დღესდღეობით შელოცვას მხოლოდ მხატვრული და ისტორიულ-შემეცნებითი ფუნქცია აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სურგულაძე ირ., ახვლედიანი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 707.
  • ბარდაველიძე ჯ., ქართული ხალხური ლექსი, თბ., 1979
  • ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956