ავი თვალი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაცი ავი თვალით. რეპინის ნამუშევარი (1877)

ავი თვალი, თავლის ცემა ან გათვალვა — ცრურწმენა გამოხედვის ავ გავლენასთან დაკავშირებით, რომელიც ბევრ ერშია გავრცელებული. მათი აზრით, ავი თვალისაგან ავად ხდებიან ადამიანები და ცხოველები, ხმება ხეები, ხდება უბედურობები. განსაკუთრებით ეშინიათ ავი თვალის მშობიარობის ან ქორწილის დროს. ამიტომაც პატარძლებს სახეზე ფატა აქვთ გადაფარებული.

[რედაქტირება] ბრძოლა ავ თვალთან

როგორც საქართველოში, ასევე დსთ-ს ქვეყნებში ავ თვალს შელოცვებით გამოდევნიან. შემოლოცვებს ხშირად მკიკთხავები, მღვდლები, ექსტრასენსები, მაგები, გრძნეულნი ან უბრალო ბებიებიც, რომლებსაც ლოცვები აქვს შესწავლილი, კითხულობენ. ზოგის აზრით, ავი თვალის განდევნა ყველა ადამიანს შეუძლია. აუცილებელია შელოცვის დროს იქონიოს დანა (ან რკინის ჯვარი) ხელში. ყველაფერთან ერთად თვალი შეიძლება ეცეს არა მარტო ადამიანს, არამედ მის სახლსაც. მისი „გაწმენდა“ მკითხავების აზრით შავ კატას ან ეკლესიის წყალს შეუძლია.

აგნოსტიკური თეოლოგები არ გამორიცხავენ ავი თვალის არსებობას, რადგანაც ისინი თვლიან, რომ ადამიანის აურა ძალიან მგრძნობიარე ზემატერიაა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • (რუსული) Бочкарева. «Сверхматерии» 1992 г.
  • (რუსული) Записки тоелогов — «Джуна и Ванга». 1984 г.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე