კურთხევანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კურთხევანიქართული ლიტურგიკული კრებული, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა ლოცვათა ან კურთხევათა საშუალებით განწმენდის წესები. კურთხევანის მიხედვით სრულდება ნათვლა, საეკლესიო ქორწინება, მიცვალებულის წესის აგება და სხვა. მისი უძველესი რედაქცია ჩვენამდე X საუკუნის ნუსხითაა მოღწეული (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Sin - 66). X საუკუნის, ახალი, შემოკლებული რედაქციის შექმნას ექვთიმე მთაწმიდელის სახელს უკავშირებენ. XI საუკუნეში გიორგი მთაწმიდელმა იმდროინდელი ლიტურგიკულ-საღვთისმსახურებო მოთხოვნების შესაბამისად თარგმნა კურთხევანის ახალი, უფრო ვრცელი რედაქცია (ხელნაწერთა ინსტიტუტი, Sin - 73), რომელმაც რუის-ურბნისის საეკლესიო კრების (1103) გადაწყვეტილებით კანონიკური უფლება მიიღო.

ქართული კურთხევანის საბოლოო რედაქტირება მოხდა XVIII ს-ში, როდესაც კვიპრიანე სამთავნელმა ეპისკოპოსმა ბერძნულიდან გადმოიღო კურთხევანის ახალი, შესწორებული ტექსტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]