შეისური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შეისური
შოდა-კედელას ქედი (ხედი სამხრეთიდან). ცენტრში ჩანს მთა შეისური.
შოდა-კედელას ქედი (ხედი სამხრეთიდან). ცენტრში ჩანს მთა შეისური.
კოორდინატები: 42°42′56″ ჩ. გ. 43°24′52″ ა. გ. / 42.71556° ჩ. გ. 43.41444° ა. გ. / 42.71556; 43.41444
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
სიმაღლე 3126 
ქედი შოდა-კედელას ქედი
ამგებელი ქანები მერგელი და ქვიშაქვა
ასაკი ქვედაცარცული
შეისური — საქართველო
შეისური
შეისური — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
შეისური
სურათები ვიკისაწყობში

შეისურიმთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის სამხრეთ შტოქედის — შოდის ქედზე, მდინარეების რიონისა და საკაურის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3126 მ. შეისური აგებულია ქვედაცარცული მერგელებითა და ქვიშაქვებით. მთის კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია სუბალპური ტყითა და მდელოს ბალახეულით, ზემოთ ალპური მდელოებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]