ყაზანის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყაზანის ხიდი
Казанский мост
კოორდინატები 59°56′07″N 30°19′35″E / 59.935294° ჩ. გ. 30.326372° ა. გ. / 59.935294; 30.326372
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
ტიპი საფეხმავლო, სავტომობილო
სიგრძე 18,8 მ
სიგანე 95,5 მ
გახსნის თარიღი 1716
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810694004

ყაზანის ხიდი (რუს. Казанский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში გრიბოედოვის არხზე, ქალაქის ცენტრალურ რაიონში. აკავშირებს ყაზანისა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა - 18,8 მეტრი, სიგანე - 95,5 მ. ხიდი არის ქალაქში სიგანით ყველაზე დიდ ხიდებს შორის მესამე ლურჯი ხიდისა (97,3 მ) და აფთიაქართა ხიდის (96 მ) შემდეგ.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ნევის პროსპექტის გადაკვეთაზე. ხიდთან ახლოს მდებარეობს ყაზანის საკათედრო ტაძარი და წიგნის სახლი.

დინების ზემოთ მდებარეობს იტალიური ხიდი, ქვემოთ კი — ბანკის ხიდი.

უახლოესი მეტროსადგურებია „ნევის პროსპექტი“ (სადგურის გასასვლელი გრიბოედოვის არხისაკენ).

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ადგილზე მდებარე ხიდს ერქვა შობის ხიდი, 1783 წლიდან ეწოდება ყაზანის ხიდი, ახლოს მდებარე ყაზანის ტაძრის გამო. 1923 წლიდან 1944 წლამდე ეწოდებოდა პლეხანოვის ხიდი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად არსებული ხიდი ააშენეს 1765-1766 წლებში აქ 1716 წლიდან მდებარე შობის ხიდის ადგილზე. ახალი ხიდის პროექტის ავტორები იყვნენ ინჟინრები ვ. ი. ნაზიმოვი და ილარიონ გოლნიშჩევ-კუტუზოვი. შობის ხიდი დაანგრიეს არხის სანაპიროს გრანიტით მოპირკეთების დროს. 1805-1806წლებში ხიდის გაფართოებისას (არქიტექტორი ლუიჯი რუსკა) მოანგრიეს ბრილინტის მორთულობა, კიბიანი საფეხურბი, ჩუგუნის მოაჯირები შეცვალეს გრანიტის პარაპეტებით.

1999-2002 წლების სამუშაოების დროს კამარა შეარემონტეს 53 მეტრის სიგანეზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бунин М. С. Мосты Ленинграда. Очерки истории и архитектуры мостов Петербурга — Петрограда — Ленинграда. — Л.: Стройиздат, 1986. — 280 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 99. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]