ამაღლების ხიდი (სანქტ-პეტერბურგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამაღლების ხიდი
რუს. Вознесе́нский мо́ст
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°55′35″ ჩ. გ. 30°18′29″ ა. გ. / 59.92639° ჩ. გ. 30.30806° ა. გ. / 59.92639; 30.30806
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია გრიბოედოვის არხი
მასალა რკინა
სიგრძე 19,3 
სიგანე 20 
გზის ხაზების რაოდენობა 3
გახსნის თარიღი 1735 წ.
რეკონსტრუქცია 1919, 1930, 1957-1958 წწ.
ამაღლების ხიდი (სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთი
ამაღლების ხიდი (სანქტ-პეტერბურგი)
ამაღლების ხიდი (სანქტ-პეტერბურგი) — სანქტ-პეტერბურგი
ამაღლების ხიდი (სანქტ-პეტერბურგი)
სურათები ვიკისაწყობში

ამაღლების ხიდი (რუს. Вознесенский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს ყაზანისა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 19,3 მეტრი, ხოლო სიგანე — 20 მეტრი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამაღლების ხიდი გრიბოედოვის არხს კვეთს ამაღლების ქუჩის ღერძზე.

დინების ზემოთ მდებარეობს კოკუშკინის ხიდი, ხოლო ქვემოთ — პოდიაჩესკის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურებია (600 მ) „სადოვაია“, „სენის მოედანი“ და „სპასკაია“.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდმა თავისი სახელწოდება მიიღო 1739 წლის 20 აგვისტოს ამაღლების ეკლესიის მიხედვით, რომელიც 1760-იან წლებში ააშენეს ხიდის ახლოს ანტონიო რინალდის პროექტის მიხედვით და დაანგრიეს 1936 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1735 წლიდან მოქმედებდა ხის ხიდი. 1790 წელს დასრულდა ეკატერინეს არხის (ამჟამად გრიბოედოვის არხის) სანაპიროს ამ კონკრეტული ნაწილის გრანიტით მოპირკეთება. მათ შორის მოაპირკეთეს ხიდიც. ხიდის გადაკეთების პროექტის ერთ-ერთი ავტორი იყო არიტექტორი გოტლიბ პაულსენი. 1919 წელს მიმდინარეობდა ხიდის კაპიტალური რემონტი, გაოიცვალა თაღების დეტალები. ხიდის სიგანე კვლავ ძველი დარჩა. 1930 წელს ტრამვაის ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით ხიდი გააფართოვეს.

1957 წლისათვის ხიდი ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მასზე მოძრაობა დაიკეტა 1957-1958 წლებში და გადააკეთეს ერთმალიან, მეტალის ხიდად. პროექტის ავტორი იყო „Ленгипроинжпроекте“-ის მთავარი ინჟინერი ბორის ლევინი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Пунин А. Л. Повесть о ленинградских мостах. — Л.: Лениздат, 1971. — 192 с.
  • Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 161. — 511 с.
  • Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 111. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]