ლურჯი ხიდი (სანქტ-პეტერბურგი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლურჯი ხიდი

ლურჯი ხიდი (რუს. Си́ний мост) — 97,3 მ სიგანის ხიდი მდინარე მოიკაზე სანქტ-პეტერბუგრში, რუსეთი. ქალაქისა და, ზოგიერთი მოსაზრებით, მსოფლიოს ყველაზე განიერ ხიდად ითვლება, თუმცა გინესის რეკორდების წიგნში ამ პარამეტრით შეტანილი არ არის.

ლურჯი ხიდი მარიის სასახლის წინ მდებარეობს წმინდა ისააკის მოედანზე ქალაქის ისტორიულ ცენტრში. პირველი ჭედური ლითონის ხიდი ამ ადგილას 1805 წელს შეიქმნა არქიტექტორ უილიამ ჰესტეს პროექტით და 1818 წელს დამონტაჟდა. ხიდი ერთფრთიანი იყო, ქვის საყრდენები ჰქონდა და 41 მ სიგანის იყო. 1842-44 წლებში ხიდი გაფართოვდა ჩრდილოეთისკენ მის დღევანდელ ზომამდე და იმავე სიგანის გახდა რაც მიმდებარე ისააკის მოედანია. ამჟამად ხიდის უმეტესი ნაწილი ავტოსადგომს უჭირავს.

ხიდის სახელი მე-XIX საუკუნის ტრადიციიდან მომდინარეობს, როდესაც ხიდებს მდ. მოიკაზე ფერად კოდებს აკუთვნებდნენ. სხვა ფერადი ხიდების მსგავსად, ლურჯმა ხიდმა სახელი მისი გვერდების შეფერილობის გამო მიიღო. ამჟამად მხოლოდ ოთხი ფერადი ხიდია შემორჩენილი — ლურჯი, წითელი, მწვანე და ყვითელი ხიდი. სამმა საწყისი სახელი შეინარჩუნა, ყვითელ ხიდს კი პევჩესკი ხიდი დაარქვეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • იური ვლადიმიროვიჩ ნოვიკოვ და სხვები, მოსტი ი ნაბერეჟნიე ლენინგრადა, ლენიზდატ : სანქტ-პეტერბურგი (რუსეთი), ISBN 5-289-00690-7
  • მიხაილ სამოილოვიჩ ბუნინ, მოსტი ლენინგრადა: ოჩერკი ისტორიი არხიტეკტური მოსტოვ პეტერბურგა-პეტროგრადა-ლენინგრადა, ლენინგრად: სტროიიზდატ, 1986.