ღმერთების ომი: უკვდავები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღმერთების ომი: უკვდავები
Immortals

ფილმის პოსტერი
რეჟისორი ტარსემ სინგჰი
პროდიუსერი მარკ კანტონი
კრეიგ ფლორესი
რაიან კავანა
სცენარის ავტორი ჩარლი პარლაპანიდესი
ვლას პარლაპანიდესი
როლებში ჰენრი კეველი
ფრიდა პინტო
მიკი რურკი
კომპოზიტორი ტრევორ მორისი
ოპერატორი ბრენდან გელვინი
კინოსტუდია Universal Pictures
Relativity Media
გამოსვლის თარიღი 2011
ხანგრძლივობა 110 წთ
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბერძნული
ბიუჯეტი $75[1]-120[2] მილიონი
შემოსავალი $216,014,480[3]
IMDb პროფილი

ღმერთების ომი: უკვდავები (ინგლ. Immortals) — რეჟისორ ტარსემ სინგჰის კინოფილმი. ჟანრი ფენტეზი, სათავგადასავლო და მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი. მთავარ როლებში მონაწილეობენ: ჰენრი კეველი, ფრიდა პინტო და მიკი რურკი.[4] ფილმის პრემიერა შედგა 2011 წლის 11 ნოემბერს.

ახალგაზრდა თესევსი უბრალო გლეხია, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს ერთ-ერთ სოფელში ზღვის სანაპიროსთან. იგი მამაცია და კარგად ფლობს საბრძოლო ხელოვნებას. იგი მეომრად გამოზარდა ადგილობრივმა მოხუცმა, რომელმაც მას ასწავლა ხმლისა და ფარის ფლობა. თესევსის დედა ხშირად სტუმრობს ადგილობრივ ტაძარს, თუმცა თესევსს არცთუ ისე სწამს ღმერთების. ამასობაში ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილ მეფეს ჰიპერიონს ადამიანების განადგურება და ღმერთების დამარცხება სურს. ჰიპერიონმა ომი გამოუცხადა ღმერთებს და მათ სდებდა ბრალს მისი ოჯახის სიკვდილში. მას სურს მოძებნოს ეპირული მშვილდი, რომელიც გაკეთებული იყო ომის ღმერთის არესის მიერ და ათასწლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლებს ტარტაროსის მთებში გამომწყვდეულ ტიტანებს. ჰიპერიონის ხალხი ნელ-ნელა იპყრობს ელადას და ერთ-ერთ ტაძარს, სადაც ეპირული მშვილდი ინახება და თესევსი ერთადერთია, რომელსაც მისი დამარცხება შეუძლია.

რეჟისორმა განაცხადა, რომ აპირებს შექმნას ვიზუალური შედევრი ეკშენის სახით, შესრულებული რენესანსის ეპოქის სტილში.[5] Rotten Tomatoes-ის მიმოხილვაში კინოკრიტიკოსთა 90 წევრიდან მხოლოდ 38% მისცა დადებითი შეფასება ფილმს. საშუალოდ ფილმმა 10 ქულიდან მოაგროვა 5.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Immortals (2011). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: January 15, 2012.
  2. 'Immortals' #1 With So-So $32M Domestic But $36M Foreign, 'Jack And Jill' $26M. Deadline.com. PMC (November 13, 2011). წაკითხვის თარიღი: January 15, 2012.
  3. Immortals (2011). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: January 15, 2012.
  4. (2008-06-25). Producers Mark Canton, Gianni Nunnari and Bernie Goldmann Exclusive Video Interview. Collider.com. Retrieved 2010-11-26.
  5. Tarsem Singh’s Next Project: Greek Epic 'War of Gods' " FirstShowing.net