ღამის ია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღამის ია
Hesperis matronalis flowers.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: იისებრნი
გვარი: ღამის ია
ლათინური სახელი
Hesperis

ღამის ია (ლათ. Hesperis) — მცენარეთა გვარი ჯვაროსანთა ოჯახისა. ორ- ან მრავალწლოვანი მცენარეებია. სოსანი, იისფერი, თეთრი ან მოყვითალო-მომწვანო ყვავილები აქვთ. ცნობილია 25-30 სახეობა, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში. საქართველოში გვხვდება ღამის იის 4 სახეობა, რომელთაგან ერთი — Hesperis matronalis ხშირად მოჰყავთ ბაღებში. მისი სოსანი ყვავილები საღამოობით ძლიერ სურნელოვანია.

ლიტერატურა[რედაქტირება]