ქსენოფონტ კოჩეშკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქსენოფონტ კოჩეშკოვი
დაბ. თარიღი 30 ნოემბერი (12 დეკემბერი), 1894 ან 1894[1]
დაბ. ადგილი მოსკოვი[2]
გარდ. თარიღი 15 იანვარი, 1978(1978-01-15) ან 1978[1]
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია კუნცევოს სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა ქიმიკოსი[1]
მუშაობის ადგილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სტალინური პრემია, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი და სოციალისტური შრომის გმირი

ქსენოფონტ ალექსანდრეს ძე კოჩეშკოვი (რუს. Ксенофонт Александрович Кочешков; დ. 30 ნოემბერი (12 დეკემბერი), 1894, მოსკოვი — გ. 15 იანვარი, 1976, იქვე) — საბჭოთა ქიმიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1968). სოციალისტური შრომის გმირი (1974).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1922 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. იყო ნ. ზელენსკის მოწაფე. მუშაობდა მოსკოვის უნივერსიტეტში (1935 წლიდან პროფესორი). 1946 წლიდან იყო ლ. კარპოვის სახელობის ფიზიკა-ქიმიის ინსტიტუტის ლითონორგანული ნაერთების ლაბორატორიის ხელმძღვანელი. კოჩეშკოვის ძირითადი შრომები ეძღვნება ლითონორგანული ნაერთების ქიმიას. მიღებული აქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1948, 1967). დაჯილდოვებული იყო 2 ლენინის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Czech National Authority Database
  2. Кочешков Ксенофонт Александрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.