ქლოი ბეილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქლოი ბეილი
ინგლ. Chloe Elizabeth Bailey

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ქლოი ელიზაბეტ ბეილი
დაბ. თარიღი 1 ივლისი, 1998 (1998-07-01) (25 წლის)
დაბ. ადგილი ატლანტა, ჯორჯია[1]
წარმოშობა მებლტონი, ჯორჯია, აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 2003 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ხელმოწერა
საიტი shop.chloebailey.net
ქლოი ბეილი ვიკისაწყობში

ქლოი ელიზაბეტ ბეილი (ინგლ. Chloe Elizabeth Bailey; დ. 1 ივლისი, 1998, ატლანტა, ჯორჯია) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. მუსიკალური დუეტის Chloe x Halle-ის წევრი თავის დასთან, ჰალი ბეილისთან ერთად. სწორედ აქედან მოიპოვა მუსიკოსმა პოპულარობა.

2021 წელს მუსიკოსმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Have Mercy“.  მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი, In Pieces, გამოვა 2023 წლის მარტში, ხოლო მისი მთავარი სინგლი „Pray It Away“ გამოვიდა 2023 წლის 27 იანვარს.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქლოი ბეილი დაიბადა 1998 წლის 1 ივლისს და გაიზარდა მებლეტონში, ჯორჯია, თავის დასთან ჰალი ბეილისთან და უმცროს ძმასთან, ბრენსონ ბეილისთან ერთად, მოგვიანებით კი ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად.[2][3][4][5]

ჯორჯიაში ცხოვრების დროს მან ითამაშა მცირე სამსახიობო როლები ფილმებში: „The Fighting Temptations“ (2003) და „Let It Shine“ (2012).

ქლოი ბეილიმ თავის დასთან ერთად დაიწყო YouTube არხზე სიმღერების ატვირთვა. დებმა Chloe x Halle დაირქვეს და გამოჩნდნენ ელენ დეჯენერესის შოუში, The Ellen Show, 2012 წლის აპრილში. 2013 წლის სექტემბერში ქლოი გამოჩნდა დისნეის სერიალში Austin & Ally, სადაც შეასრულა სიმღერა „Unstoppable". ქლოიმ სერიალი მეოთხე სეზონის შემდეგ დატოვა.[6][7][8]

2015 წლის მაისში მათ ხელი მოაწერეს კონტრაქტს ბიონსეს ლეიბლ Parkwood Entertainment-თან. მათ გამოუშვეს სადებიუტო EP, Sugar Symphony, 2016 წლის 29 აპრილს. ასევე მათ იმღერებს ბიონსეს „Formation” ტურზე 2016 წლის ზაფხულში, ივნისიდან აგვისტომდე. დუეტმა გამოუშვა კრიტიკოსების მიერ აღიარებული მიქსტეიპი, The Two of Us, 2017 წლის 16 მარტს, რომელიც ჟურნალ Rolling Stone-მა შეიყვანა 2017 წლის საუკეთესო R&B ალბომების სიაში.

დუეტმა მიიღო ნომინაციები 2018 წლის გრემის დაჯილდოებაზე შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო ახალი შემსრულებელი და საუკეთესო ურბანული თანამედროვე ალბომი. 2020 წლის 12 ივნისს დუეტმა გამოუშვა რიგით მეორე სტუდიური ალბომი, Ungodly Hour, რომელმაც კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა და ჩარტში მე-16 ადგილზე გავიდა. 2020 წლის Billboard Women in Music ცერემონიაზე ბიონსემ მათ ამომავალი ვარსკვლავების ჯილდო გადასცა.

2019 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ბეილი ითამაშებდა საშინელებათა ფილმში, The Georgetown Project. მან ასევე ითამაშა მადლენ პეტშისთან ერთად 2022 წლის ფსიქოლოგიურ დრამაში Jane.[9]

2021 წლის აგვისტოში ბეილიმ გამოაცხადა თავისი სადებიუტო სოლო სინგლის „Have Mercy“ გამოშვების შესახებ.[10] ამავე დროს, მუსიკოსმა განაცხადა, რომ მისი სადებიუტო ალბომი „90%-ით შესრულებული" იყო. 12 სექტემბერს ბეილიმ შეასრულა „Have Mercy" 2021 წლის MTV Video Music Awards-ის დაჯილდოებაზე. 53-ე NAACP Image Awards-ზე ბეილი იყო ნომინირებული სამ კატეგორიაში, მათ შორის: გამოჩენილი ქალი შემსრულებელი და გამორჩეული Soul/R&B სიმღერა „Have Mercy".

აგვისტოს ბოლოს, ბეილიმ ითამაშა კეშასა და მეისონ გუდინგთან ერთად პოდკასტში, Electric Easy. ის მიმდინარეობს ლოს-ანჯელესში, სადაც ადამიანები ებრძვიან რობოტებს არსებობისთვის. შოუ შექმნა ვანია აშერმა, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერი კეშა გახლავთ. პოდკასტის პრემიერა შედგა 2021 წლის 30 აგვისტოს.[11]

2022 წლის აპრილში ბეილიმ გამოუშვა „Treat Me" თანმხლებ მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად, როგორც მისი მეორე სოლო სინგლი სადებიუტო ალბომიდან.[12][13] მან თქვა, რომ სიმღერის შთაგონება შეყვარებულთან დაშორება იყო და დაამატა: „ვიფიქრე, დროა ჩემს თავს ვაჩუქო სიყვარული, რომელსაც ვეძებ“. 2022 წლის ნოემბერში მან იმღერა ეროვნული ჰიმნი 2022 წლის World Series-ზე.

2023 წლის 24 იანვარს მან გამოაცხადა თავისი სადებიუტო სოლო ალბომის, სახელწოდებით In Pieces, გამოსვლის შესახებ. ის გამოვა 2023 წლის 31 მარტს. მან გამოუშვა მთავარი სინგლი ალბომიდან „Pray It Away“ 2023 წლის 27 იანვარს და მეორე სინგლი, "How Does It Feel", 2023 წლის 24 თებერვალს.[14]

ქლოი ბეილის თქმით მის მუსიკალურ სტილზე ყველაზე დიდი გავლენა ბიონსემ მოახდინა. ის ასევე უსმენს შემდეგ მუსიკოსებს: Grimes, Missy Elliott, Imogen Heap და Tune-Yards.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Allmusic — 1991.
  2. Wood, Mikael (June 23, 2016). „Destiny's next children? How Beyoncé helped propel Chloe x Halle to the BET Experience“. Los Angeles Times. ISSN 0458-3035. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 16, 2021. ციტირების თარიღი: August 5, 2020.
  3. Dennis, Ryan; Amiker, Francesca. Georgia's own Chloe x Halle's epic homecoming visit. WXIA-TV (August 27, 2018). ციტირების თარიღი: December 4, 2020
  4. Vultaggio, Maria. (June 29, 2020) Chloe x Halle Bailey Praise Their Parents on Instagram. ციტირების თარიღი: August 6, 2020
  5. Bruner, Raisa (March 23, 2018). „Beyoncé Protégés Chloe x Halle Are Here to Prove That The Kids Are Alright“. Time. ISSN 0040-781X. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 21, 2021. ციტირების თარიღი: August 5, 2020.
  6. Kellman, Andy. Chloe x Halle Biography. AllMusic. ციტირების თარიღი: July 3, 2019
  7. chloe x halle [chloexhalle]. (September 2, 2013) Guess what guys?!?! We'll be on Disney Channel's "Austin and Ally" on September 15th performing our NEW song....
  8. Ausiello, Michael. (March 24, 2022) grown-ish Shake-Up: 6 Original Cast Members Exiting Ahead of Season 5. ციტირების თარიღი: March 24, 2022
  9. Chan, J. Clara (July 22, 2021). „Chlöe Bailey to Star in 'Jane' With 'Riverdale's Madelaine Petsch“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 25, 2022. ციტირების თარიღი: March 25, 2022.
  10. Aderoju, Darlene (August 27, 2021). „Inside Chlöe Bailey's Forthcoming Solo Album“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 25, 2022. ციტირების თარიღი: March 25, 2022.
  11. Electric Easy (Podcast Series 2021) - IMDb, http://www.imdb.com/title/tt15339200/episodes?season=1. წაკითხვის თარიღი: October 29, 2021
  12. Chlöe Returns With New Song and Video "Treat Me" en. ციტირების თარიღი: April 12, 2022
  13. Vargas, Chanel. (April 8, 2022) Chlöe Wants to Be Loved "Completely and Deeply" in Her "Treat Me" Video en-US. ციტირების თარიღი: April 12, 2022
  14. Samuels, Keithan. (January 24, 2023) Chlöe Announces Debut Album 'In Pieces'. ციტირების თარიღი: January 24, 2023