ქვათესლა[1] (ლათ.Buglossoides arvensis ან Lithospermum arvense) — მრავალწლოვანიბალახოვანი მცენარელაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს ძლიერი, სქელი, მუქი წითელი ფერის ფესვი; სწორმდგომი, სქელი და დატოტვილი ღერო, სიმაღლით 50–80 სმ; მორიგეობით განლაგებული ლანცეტა ფოთლები, ზემოთ — მუქი მწვანე, ქვემოთ — უფრო ღია ფერის; ყვავილი პატარაა, მოყვითალო-თეთრი, ყვავილობს ივნის-ივლისში; ნაყოფი — კაკლუჭა, კვერცხისებური, სამწახნაგოვანი, მბზინავი, მონაცრისფრო, ბორცვიანი ზედაპირით, სიგრძით 2–3,5 მმ, სიგანით 1,75–2,25 მმ. ხორბლის ნათესების სარეველაა.[2]