ქეთევან ხიტირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქეთი ხიტირი
დაიბადა 20 მაისი, 1982
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო

ქეთევან (ქეთი) ხიტირი (დ. 20 მაისი, 1982, თბილისი) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ქეთი ხიტირი დაიბადა თბილისში, 1982 წლის 20 მაისს. 1999 წელს დაამთავრა თბილისის პირველი ექსპერიმენტული საშუალო სკოლა. იმავე წელს მან ჩააბარა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 2002 წელს, ქეთი ხიტირმა მიიღო "საუკეთესო მსახიობი ქალის" პრიზი მერი უორენის როლის შესრულებისთვის საკურსო სპექტაკლში "სეილემის პროცესი" (რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, ართურ მილერის პიესა სალემის ჯადოქართა სამსჯავროს შესახებ).

საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი ქეთი ხიტირმა დაამთავრა 2003 წელს. 2005 წლიდან იგი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. იმავე წელს იგი დაჯილდოვდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრიზით "წლის საუკეთესო მსახიობი" კატოს როლის შესრულებისთვის დიმიტრი ხვთისიაშვილის დადგმულ სპექტაკლ "პრემიერაში" (ლალი როსებას პიესის მიხედვით).

რუსთაველის თეატრის მიმდინარე რეპერტუარში ქეთი ხიტირი რამდენიმე სპექტაკლშია დაკავებული. საგულისხმოა, რომ მის მიერ შესრულებული როლები მკვეთრად განსხვავებული ხასიათისაა.

აღსანიშნავია დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით რობერტ სტურუასა და ზაზა პაპუაშვილის მიერ დადგმული "დარისპანის გასაჭირი", სადაც ქეთი ხიტირი კაროჟნას როლს ასრულებს.

მნიშვნელოვანი როლები თეატრში[რედაქტირება]

კინო როლები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]