ქალები აშშ-ის სენატში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1992 წელს აშშ-ში უწოდეს „ქალების წელი“ (ინგლ. Year of the Woman). ამ წელს პარლამენტში აირჩიეს ხუთი სენატორი ქალი. მეორე რიგი მარცხნიდან მარჯვნივ: პატი მიურეი, ბარბარა მიკულსკი, ბარბარა ბოკსერი; პირველი რიგი მარცხნიდან მარჯვნივ: კეროლ მოზლი-ბრაუნი, დაიან ფაინშტაინი.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის დაარსებიდან, 1789 წლიდან, დღემდე მის რიგებში მხოლოდ 56 ქალი წევრს მოითვლიან[1][2]. პირველი ქალი აშშ-ის ისტორიაში, რომელმაც დაიკავა ადგილი სენატში გახდა რებეკა ლატიმერ ფელტონი ჯორჯიის შტატიდან. 1922 წელს გუბერნატორმა ტომას უილიამ ჰარდვიკმა 87 წლის ფელტონი დანიშნა სენატორად ჯორჯიის შტატიდან, გარდაცვლილი ტომას უოსტონის ნაცვლად. ფელტონი სენატორი გახდა 21 ნოემბერს და მისი უფლებამოსილება გაგრძელდა მხოლოდ ერთი დღე[3][4]. თავის მხრივ, პირველ, დემოკრატიულად არჩეული ქალი სენატორი გახდა ჰეთი კარაუეი არკანზასის შტატიდან. 1932 წლის აშშ-ის სენატის არჩევნებზე მან დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია, მიიღო ამომრჩეველთა 31 133 ხმა, ანუ საერთო რაოდენობის 91,62 %[5]. 1938 წელს მან გაიმეორა თავისი წარმატება, მიიღო 122 883 ხმა ანუ 89,58 % და აირჩიეს მეორე ვადით[6].

სენატში მოხვედრილი 56 ქალიდან 36 დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია, ხოლო 20 — რესპუბლიკური პარტიის[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის არსებობის დიდი პერიოდის განმავლობაში იგი რჩებოდა წმინდა „მამაკაცურ“ დაწესებულებად. 1920 წელს რამდენიმე ქალმა სცადა სენატორის თანამდებობაზე კენჭისყრა. ქალების მცირერიცხოვნება სენატში გამოწვეული იყო რამდენიმე მიზეზით, მათ შორის აღსანიშნავია ქალთა საარჩევნო უფლებების არ ქონა ამერიკის ბევრ შტატში აშშ-ის კონსტიტუციაში XIX ცვლილების შეტანამდე (1920 წლის 18 აგვისტო). მიზეზთა შორის ასევე აღსანიშნავი იყო ის, რომ ქალებს შეზღუდული ჰქონდათ უმაღლესი განათლების მიღება 1900-იანი წლების შუა პერიოდამდე, საზოგადოების მიერ გენდერული როლისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაცია სექსიზმი)[7][8].

პირველი ქალი სენატორი გახდა რებეკა ლატიმერ ფელტონი, რომელიც ერთი დღის განმავლობაში წარმოადგენდა ჯორჯიის შტატს სენატში 1922 წელს. 1932 წელს ჰეთი კარაუეი გახდ აპირველი ქალი, რომელმაც სენატში ადგილი არჩევნების გზით მოიპოვა. მარგარეტ ჩეიზ-სმიტი გახდა პირველი ქალი, რომელიც არჩეული იყო, როგორც წარმომადგენელთა პალატაში (1940-1949 წწ.), ასევე სენატში (1949-1973 წწ.). 1978 წლის 25 იანვარს მიურელ ჰამფრი-ბრაუნი დანიშნეს სენატორად მინესოტის შტატიდან გარდაცვლილი მეუღლის, ჰიუბერტ ჰამფრის ნაცვლად და გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთდერთი აშშ-ის მეორე ლედი (ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე), რომელიც გახდა სენატორი[9]. 1978 წელს ნენსი კასებაუმი გახდა პირველი ქალი, რომელიც სენატში აირჩიეს ისე, რომ კონგრესში მისი მეუღლე მანამდე არ მუშაობდა[10].

მოყოლებული 1978 წლიდან თითოეულ სენატში მინიმუმ ერთი ქალი მაინც არის წევრი.

1992 წელს აშშ-ში უწოდეს „ქალების წელი“ (ინგლ. Year of the Woman). რადგან ეს წელი აღმოჩნდა ისტორიული: ამ წელს პარლამენტის ზედა პალატაში აირჩიეს ხუთი სენატორი ქალი[11].

2000 წელს ჰილარი კლინტონი გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთდერთი აშშ-ის პირველი ლედი, რომელმაც დაიკავა სენატორის თანამდებობა[12]. ჰილარი კლინტონმა მიიღო 3 747 310 ხმა და 57 %-ით გაიმარჯვა[13]. 2006 წელს ჰილარიმ მეორე ვადითაც იყარა კენჭი, მიიღო 3 008 428 ხმა 1 392 189 ხმის წინააღმდეგ და დაამარცხა ჯონ სპენსერი[14]. 2008 წელს ჰილარი კლინტონი გადადგა თანამდებობიდან, რადგან გახდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი[15].

2012 წელს სენატში ერტდროულად აირჩიეს 11 ქალი, აქედან ექვსი ხელმეორედ აირჩიეს. ამ სიახლემ მოხსნა 1992 წლის რეკორდი, როდესაც სენატში ერთდროულად აირჩიეს ხუთი ქალი კანდიდატი[11].

აშშ-ის ქალი-სენატორების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოტო სახელი, ცხოვრების წლები შტატი მმართველობის დასაწყისი მმართველობის დასასრული პარტია
Sen. Felton რებეკა ლატიმერ ფელტონი
(1835–1930)
ჯორჯია ნოემბერი 21, 1922 ნოემბერი 22, 1922 დემოკრატიული პარტია
Sen. Caraway ჰეთი კარაუეი
(1878–1950)
არკანზასი დეკემბერი 9, 1931 იანვარი 3, 1945 დემოკრატიული პარტია
Sen. Long როუზ მაკ-კონელი
(1892–1970)
ლუიზიანა იანვარი 31, 1936 იანვარი 3, 1937 დემოკრატიული პარტია
Sen. Graves დიკსი გრეივსი
(1882–1965)
ალაბამა აგვისტო 20, 1937 იანვარი 10, 1938 დემოკრატიული პარტია
Sen. Pyle გლედის პაილი
(1890–1989)
სამხრეთი დაკოტა ნოემბერი 9, 1938 იანვარი 3, 1939 რესპუბლიკური პარტია
Sen. Bushfield ვერა კაჰალანბუშფილდი
(1889–1976)
სამხრეთი დაკოტა ოქტომბერი 6, 1948 დეკემბერი 26, 1948 რესპუბლიკური პარტია
Sen. Smith მარგარეტ ჩეიზ-სმიტი
(1897–1995)
მენი იანვარი 3, 1949 იანვარი 3, 1973 რესპუბლიკური პარტია
Sen. Bowring ევა ბოურინგი
(1892–1985)
ნებრასკა აპრილი 16, 1954 ნოემბერი 7, 1954 რესპუბლიკური პარტია
Sen. Abel ჰეიზელ ეიბლი
(1888–1966)
ნებრასკა ნოემბერი 8, 1954 დეკემბერი 31, 1954 რესპუბლიკური პარტია
Sen. Neuberger მაურინ ნოიბერგერი
(1907–2000)
ორეგონი ნოემბერი 9, 1960 იანვარი 3, 1967 დემოკრატიული პარტია
Sen. Edwards ელეინ ედვარდსი
(1929–2018)
ლუიზიანა აგვისტო 1, 1972 ნოემბერი 13, 1972 დემოკრატიული პარტია
Sen. Humphrey მიურიელ ჰამფრი-ბრაუნი
(1912–1998)
მინესოტა იანვარი 25, 1978 ნოემბერი 7, 1978 დემოკრატიული პარტია
Sen. Allen მერიონ პიტმან ალენი
(1925-2018)
ალაბამა ივნისი 8, 1978 ნოემბერი 7, 1978 დემოკრატიული პარტია
Sen. Kassebaum ნენსი კასებაუმი
(დ. 1932)
კანზასი დეკემბერი 23, 1978 იანვარი 3, 1997 რესპუბლიკური პარტია
Sen. Hawkins პოლა ფიქსჰოოკინსი
(1927–2009)
ფლორიდა იანვარი 1, 1981 იანვარი 3, 1987 რესპუბლიკური პარტია
Sen. Mikulski ბარბარა მიკულსკი
(დ. 1936)
მერილენდი იანვარი 3, 1987 იანვარი 3, 2017 დემოკრატიული პარტია
Sen. Burdick ჯოსელინ ბურდიკი
(დ. 1922)
ჩრდილოეთი დაკოტა სექტემბერი 16, 1992 დეკემბერი 14, 1992 დემოკრატიული პარტია
Sen. Feinstein დაიან ფაინშტაინი
(დ. 1933)
კალიფორნია ნოემბერი 10, 1992 მოქმედი დემოკრატიული პარტია
Sen. Boxer ბარბარა ბოკსერი
(დ. 1940)
კალიფორნია იანვარი 3, 1993 იანვარი 3, 2017 დემოკრატიული პარტია
Sen. Moseley Braun კეროლ მოზლი-ბრაუნი
(დ. 1947)
ილინოისი იანვარი 3, 1993 იანვარი 3, 1999 დემოკრატიული პარტია
Sen. Murray პატი მიურეი
(დ. 1950)
ვაშინგტონი იანვარი 3, 1993 მოქმედი დემოკრატიული პარტია
Sen. Hutchison კეი ბეილი ჰატჩინსონი
(დ. 1943)
ტეხასი ივნისი 14, 1993 იანვარი 3, 2013 რესპუბლიკური პარტია
Sen. Snowe ოლიმპია სნოუ
(დ. 1947)
მენი იანვარი 3, 1995 იანვარი 3, 2013 რესპუბლიკური პარტია
Sen. Frahm შეილა ფრამი
(დ. 1945)
კანზასი ივნისი 11, 1996 ნოემბერი 6, 1996 რესპუბლიკური პარტია
Sen. Collins სიუზან კოლინზი
(დ. 1952)
მენი იანვარი 3, 1997 მოქმედი რესპუბლიკური პარტია
Sen. Landrieu მერი ლენდრიუ
(დ. 1955)
ლუიზიანა იანვარი 3, 1997 იანვარი 3, 2015 დემოკრატიული პარტია
Sen. Lincoln ბლანშ ლინკოლნი
(დ. 1960)
არკანზასი იანვარი 3, 1999 იანვარი 3, 2011 დემოკრატიული პარტია
Sen. Cantwell მარია კანტუელი
(დ. 1958)
ვაშინგტონი იანვარი 3, 2001 მოქმედი დემოკრატიული პარტია
Sen. Carnahan ჯინ კარნაჰანი
(დ. 1933)
მისური იანვარი 3, 2001 ნოემბერი 25, 2002 დემოკრატიული პარტია
Sen. Clinton ჰილარი კლინტონი
(დ. 1947)
ნიუ-იორკი იანვარი 3, 2001 იანვარი 21, 2009 დემოკრატიული პარტია
Sen. Stabenow დები სტაბენაუ
(დ. 1950)
მიჩიგანი იანვარი 3, 2001 მოქმედი დემოკრატიული პარტია
Sen. Murkowski ლიზა მერკაუსკი
(დ. 1957)
ალიასკა დეკემბერი 20, 2002 მოქმედი რესპუბლიკური პარტია
Sen. Dole ელიზაბეთ დოული
(დ. 1936)
ჩრდილოეთი კაროლინა იანვარი 3, 2003 იანვარი 3, 2009 რესპუბლიკური პარტია
Sen. Klobuchar ემი კლობუჩარი
(დ. 1960)
მინესოტა იანვარი 3, 2007 მოქმედი დემოკრატიული პარტია
Sen. McCaskill კლერ მაკ-კესკილი
(დ. 1953)
მისური იანვარი 3, 2007 მოქმედი დემოკრატიული პარტია
Sen. Shaheen ჯინ შაჰინი
(დ. 1947)
ნიუ-ჰემფშირი იანვარი 3, 2009 მოქმედი დემოკრატიული პარტია
Sen. Hagan კეი ჰეიგანი
(დ. 1953)
ჩრდილოეთი კაროლინა იანვარი 3, 2009 январь 3, 2015 დემოკრატიული პარტია
Sen. Gillibrand კირსტენ ჯილიბრანდი
(დ. 1966)
ნიუ-იორკი იანვარი 26, 2009 მოქმედი დემოკრატიული პარტია
Sen. Ayotte კელი ეიოტი
(დ. 1968)
ნიუ-ჰემფშირი იანვარი 3, 2011 იანვარი 3, 2017 რესპუბლიკური პარტია
Sen. Baldwin ტემი ბოლდუინი
(დ. 1962)
ვისკონსინი იანვარი 3, 2013 მოქმედი დემოკრატიული პარტია
Sen. Fischer დებ ფიშერი
(დ. 1951)
ნებრასკა იანვარი 3, 2013 მოქმედი რესპუბლიკური პარტია
Sen. Heitkamp ჰაიდი ჰაიტკემფი
(დ. 1955)
ჩრდილოეთი დაკოტა იანვარი 3, 2013 მოქმედი დემოკრატიული პარტია
Sen. Hirano მეიზი ჰირონო
(დ. 1947)
ჰავაი იანვარი 3, 2013 მოქმედი დემოკრატიული პარტია
Sen. Warren ელიზაბეთ უორენი
(დ. 1949)
მასაჩუსეტსი იანვარი 3, 2013 მოქმედი დემოკრატიული პარტია
Sen. Ernst ჯონი ერნსტი
(დ. 1970)
აიოვა იანვარი 3, 2015 მოქმედი რესპუბლიკური პარტია
Sen. Moore Capito შელი მურ კაპიტო
(დ. 1953)
დასავლეთი ვირჯინია იანვარი 3, 2015 მოქმედი რესპუბლიკური პარტია
Sen. Cortez Masto კეტრინ კორტეს-მასტო
(დ. 1964)
ნევადა იანვარი 3, 2017 მოქმედი დემოკრატიული პარტია
Sen. Duckworth ტემი დაკუორტი
(დ. 1968)
ილინოისი იანვარი 3, 2017 მოქმედი დემოკრატიული პარტია
Sen. Harris კამალა ჰარისი
(დ. 1964)
კალიფორნია იანვარი 3, 2017 მოქმედი დემოკრატიული პარტია
Sen. Hassan მეგი ჰასენი
(დ. 1958)
ნიუ-ჰემფშირი იანვარი 3, 2017 მოქმედი დემოკრატიული პარტია
Sen. Smith ტინა სმიტი
(დ. 1958)
მინესოტა იანვარი 3, 2018 მოქმედი დემოკრატიული პარტია
Sen. Hyde-Smith სინდი ჰაიდ-სმიტი
(დ. 1959)
მისისიპი აპრილი 9, 2018 მოქმედი რესპუბლიკური პარტია
безрамки მარშა ბლეკბერნი

(დ. 1952)

ტენესი 3 იანვარი 2019 მოქმედი რესპუბლიკური პარტია
безрамки კირსტენ სინემა

(დ. 1976)

არიზონა 3 იანვარი 2019 მოქმედი დემოკრატიული პარტია
безрамки მართ მაკსალი

(დ. 1966)

არიზონა 3 იანვარი 2019 მოქმედი რესპუბლიკური პარტია
безрамки ჯეკი როუზენი

(დ. 1957)

ნევადა 3 იანვარი 2019 მოქმედი დემოკრატიული პარტია

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wayback Machine (2015-07-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-03. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
  2. 2.0 2.1 U.S. Senate: Women in the Senate. www.senate.gov. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
  3. „MRS. FELTON DIES; FORMER SENATOR; Appointed for One-Day Term From Georgia, She Said She Hoped to See Women in Senate. WAS PIONEER SUFFRAGIST Active Almost to the Last, She Had Gone to Atlanta at 94 to Attend to School Business“. The New York Times (ინგლისური). 1930. 0362-4331. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
  4. „Rebecca Ann Felton | American political activist“. Encyclopedia Britannica (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-05-30.
  5. Our Campaigns - AR US Senate Special Race - Jan 12, 1932. www.ourcampaigns.com. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
  6. Our Campaigns - AR US Senate Race - Nov 08, 1938. www.ourcampaigns.com. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
  7. Elizabeth Flock. (June 8, 2012, at 10:20 a.m.) Why There Are So Few Women In Congress.
  8. Steven Hill. Why Does the US Still Have So Few Women in Office? (англ.) // The Nation. — 2014-03-07. — ISSN 0027-8378
  9. Press, From Associated (1998-09-21). „Muriel Humphrey Brown; Widow of Senator“. Los Angeles Times (ინგლისური). 0458-3035. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
  10. Nancy L. Kassebaum-Baker | C-SPAN.org. www.c-span.org. ციტირების თარიღი: 2018-05-30.
  11. 11.0 11.1 CNN, Story by Grace Sparks; visualizations by Joyce Tseng,. „A record number of women are running for Senate, but number is still low“. CNN. ციტირების თარიღი: 2018-05-30.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი პუნქტუაცია (link)
  12. Gerth & Van Natta 2007, p. 204
  13. Federal Elections 2000:  U.S. Senate Results. transition.fec.gov. ციტირების თარიღი: 2018-06-06.
  14. Wayback Machine (2012-08-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-22. ციტირების თარიღი: 2018-06-06.
  15. Clinton sworn in at State Dept. and then resigns Senate | Politics on the Hudson (2009-02-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-01. ციტირების თარიღი: 2018-06-06.