ფსამიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსამიტი (ბერძნ. psamitēs – ქვიშიანი) — დანალექი ქანები, რომლებიც შედგება (50% და მეტი) 0,05-1 მმ ზომის მინერალთა მარცვლებისა და ქანების ნატეხებისაგან. ფხვიერი ფსამიტი არის ქვიშა, ბუნებრივად შეცემენტებული კი ქვიშაქვა. განარჩევენ მონომინერალურ, ოლიგომიქტურ და პოლიმინერალურ ქანებს. მონომინერალური ქანებია უფრო ხშირად კვარცი, ოლიგომიქტური — მინდვრის შპატ-კვარცული, ხოლო პოლიმინერალური — არკოზი და გრაუვაკა.

ფსამიტი წარმოიქმნება მთის ქანების ფიზიკური გამოქარვის და ნატეხების გადატანისა და დალექვის შედეგად.

ფსამიტი წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულს, იყენებენ საშენ მასალად.

ლიტერატურა[რედაქტირება]