ფრანსია მარკესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანსია მარკესი
ფრანსია მარკესი
კოლუმბიის 13-ე ვიცე-პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა7 აგვისტო, 2022
პრეზიდენტი  გუსტავო პეტრო
წინამორბედიმარტა ლუსია რამირესი

დაბადებული1 დეკემბერი, 1981 (1981-12-01) (42 წლის)
სუარესი, კოლუმბია
განათლებასანტიაგო-დე-კალის უნივერსიტეტი, კოლუმბიის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი

ფრანსია ელენა მარკეს მინა (ესპ. Francia Elena Márquez Mina; დ. 1 დეკემბერი, 1981,[1] სუარესი, კოლუმბია) — კოლუმბიელი ადამიანის უფლებათა და გარემოს დაცვის აქტივისტი და იურისტი, კოლუმბიის მე-13 და ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი. დაიბადა სოფელ იოლომბოში, სუარესის მუნიციპალიტეტში, კაუკის დეპარტამენტში.[1] აქტივისტად ჩამოყალიბდა 13 წლის ასაკში, როდესაც კაშხლის მშენებლობა მის თემს დაემუქრა.[2] თანამდებობის დაკავების შემდეგ, იგი გახდა პირველი აფრო-კოლუმბიელი ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში. იგი ასევე მეორე ქალია ამ თანამდებობაზე მარტა ლუსია რამირესის შემდეგ.[3]

2018 წელს მას მიენიჭა გოლდმანის გარემოსდაცვითი პრემია ლა ტომას თემში ოქროს უკანონო მოპოვების შეჩერებისთვის გაწეული სამუშაოსათვის და საზოგადოების ორგანიზებისათვის. მარკესი ხელმძღვანელობდა 80 ქალის საპროტესტო მსვლელობას, რომლებმაც გაიარეს 560 კილომეტრი დედაქალაქ ბოგოტამდე და მოითხოვეს თავიანთი თემიდან ყველა უკანონო მაღაროელის გაყვანა.[2][4][5] 2019 წელს BBC-მ ფრანსია მარკესი წლის 100 ქალის სიაში შეიყვანა.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Proenza, Anne (5 June 2018). „D'or et de sang, le combat de Francia Marquez pour les terres des Afro-Colombiens“. Le Temps (ფრანგული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 May 2021. ციტირების თარიღი: 15 December 2019.
  2. 2.0 2.1 „Francia Márquez - Goldman Environmental Foundation“. Goldman Environmental Foundation (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 November 2021. ციტირების თარიღი: 2018-05-21.
  3. Turkewitz, Julie (2022-06-19). „Francia Márquez — a former housekeeper and activist — is Colombia's first Black vice president“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 June 2023. ციტირების თარიღი: 2022-06-19.
  4. „This Woman Who Saved Her Afro-Colombian Community's Land From Miners Won Prestigious Prize“. Remezcla (ინგლისური). 2018-04-24. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 May 2021. ციტირების თარიღი: 2018-05-21.
  5. Moloney, Anastasia (27 April 2018). „Death threats won't stop Colombian anti-mining activist“. reuters.com (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 December 2021. ციტირების თარიღი: 2018-05-21.
  6. „BBC 100 Women 2019: Who is on the list this year?“. BBC News (ინგლისური). 2019-10-16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 March 2023. ციტირების თარიღი: 2022-03-11.