ფრანსუა ტრიუფო
| ფრანსუა ტრიუფო | |
| დაბადების ადგილი | პარიზი, საფრანეთი |
| დაიბადა | 6 თებერვალი, 1932 |
| გარდაიცვალა | 21 ოქტომბერი, 1984 ნე სიურ-სენი, საფრანგეთი |
| საქმიანობა | კინორეჟისორი, კინოკრიტიკოსი |
| შემოქმედების წლები | 1955-1983 |
| მეუღლე(ები) | მადელინ მორგენშტერნი (1957–1965) |
| BAFTA | |
|---|---|
| საუკეთესო რეჟისორი 1973 - ამერიკული ღამე |
|
| სხვა ჯილდოები | |
| კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორი 1959 - ოთხასი დარტყმა |
|
ფრანსუა ტრიუფო (ფრანგ. François Roland Truffaut; დ. 6 თებერვალი, 1932, პარიზი — გ. 21 ოქტომბერი, 1984) — ფრანგი კინომოღვაწე, რეჟისორი, სცენარისტი, კინოკრიტიკოსი და მსახიობი, „ახალი ტალღის" ერთ-ერთი წარმომადგენელი.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
ტრიუფომ, ისევე როგორც ფრანგული ახალი ტალღის სხვა წარმომადგენელმა, ჟან-ლუკ გოდარმა, მოღვაწეობა დაიწყო როგორც კინოკრიტიკოსმა. მისი პირველი აღიარებული ფილმი იყო „ოთხასი დარტყმა", რომელმაც ტრიუფოს მოუტანა კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორისთვის. ფილმი ტრიუფოსთვის სანახევროდ ავტობიოგრაფიული იყო და ეხებოდა ბავშვს, რომელსაც კონფლიქტი აქვს მშობლებთან და საბოლოოდ სახლიდან გარბის. ფილმის გმირის ანტუან დუანელის ისტორია ტრიუფოს სხვა ფილმებშიც გაგრძელდა. ესენი იყო „ანტუანი და კოლეტი", „მოპარული კოცნები", „სუფრა და საწოლი" და „გაქცეული სიყვარული". ყველა მატგანში ანტუანის როლს ასრულებდა ჟან პიერ ლეო. განსხვავებით პირველი ფილმისგან, დუანელის სერიის სხვა ფილმები კომედიები იყო. ტრიუფო მოგვიანებით კვლავ დაუბრუნდა მოზარდების პრობლემებს და გადაიღო „ჯიბის ფული".
ტრიუფო ხშირად თავად მონაწილეობდა საკუთარ ფილმებში. ასეთები იყო ველური ბავშვი", მწვანე ოთახი" და ამერიკული ღამე", რომელმაც მოიპოვა ოსკარი ნომინაციაში საუკეთესო უცხოური ფილმი და ბაფტა საუკეთესო რეჟისურისთვის.
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
- 1959 - ოთხასი დარტყმა
- 1960 - ესროლეთ პიანისტს
- 1962 - ჟული და ჯიმი
- 1964 - ნაზი კანი
- 1966 - ფარენჰეიტი 451
- 1970 - ველური ბავშვი
- 1968 - მოპარული კოცნები
- 1971 - ორი ინგლისელი და კონტინენტი
- 1973 - ამერიკული ღამე
- 1976 - ჯიბის ფული
- 1978 - მწვანე ოთახი
- 1979 - გაქცეული სიყვარული
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფრანსუა ტრიუფო“ ვიკისაწყობში.- François Truffaut — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- ფრანსუა ტრიუფო - კანი, 1968 წლის მაისი
- ჟანა მოროს, კატრინ დენევის და ფანი არდანის საყვარელი კაცი