ფორთის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფორთის ტაძარიX საუკუნის ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს ისტორიულ სამცხეში (ახლა თურქეთის ფარგლებშია). პავლე ინგოროყვას მოსაზრების თანახმად დღევანდელი ფორთის ტაძარი სინამდვილეში ხანძთის ტაძარია. ეკლესიის წარწერაში მოხსენიებულია ხუროთმოძღვარი ამონა.

გეგმით სწორკუთხა შენობის აღმოსავლეთი აფსიდი კედლის სიბრტყეშია მოქცეული. შიგნით მკაფიოდ არის გამოყოფილი მაღალი ჯვაროვანი შუა სივრცე და უფრო დაბალი ნაწილები კუთხეებში, ჯვრის მკლავებს შორის. აქვეა ორი თავისუფლად მდგარი გუმბათქვეშა ბურჯი და ბოძების კიდევ ერთი წყვილი დასავლეთ მკლავში. გარეგანი მასებით, პროპორციით ფორთის ტაძარი შუალედ საფეხურზე დგას ადრინდელი ფეოდალური ხანისა და XI-XIII საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებას შორის. გუმბათს ამკობს დეკორაციული თაღები და ხერხისებრი კარნიზი, რომლის გამოც გუმბათის საბურავს ნახევრად დაკეცილი ქოლგის სახე აქვს. ფორთის ტაძრის მორთულობაში ჯერ კიდევ არ ჩანს შემდგომი პერიოდის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი სარკმლის სათაურები, ჩუქურთმები და გრეხილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]