ვიკიპედია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან Wikipedia)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიკიპედია
Wikipedia-logo-v2.svg
ვიკიპედიის თავფურცელი
მისამართი ka.wikipedia.org
ენა ქართული
მფლობელი ფონდი ვიკიმედია
საიტის ტიპი ენციკლოპედია
რეგისტრაცია არა სავალდებულო
შემქმნელი ჯიმი უეილსი
გაშვების თარიღი 2001 წლის 15 იანვარი
შემოსავალი არაკომერციული
მოგება არაკომერციული
სტატუსი მოქმედი

ვიკიპედია (ინგლ. Wikipedia) — მრავალენოვანი, თავისუფალი, ღია ვიკი-ენციკლოპედია. ვიკიპედია შეიქმნა 2001 წლის 15 იანვარს, როგორც ინგლისურენოვანი პროექტი ონლაინ-ენციკლოპედიისა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტის ორგანიზატორია ამერიკული ფონდი ვიკიმედია.

პროექტის მიზანია შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია მსოფლიოს ყველა ენაზე. ვიკიპედიამ მოიპოვა პოპულარობა ინტერნეტის მომხმარებლებს შორის და შემდეგ, გაჩნდა მისი ვარიანტები სხვა ენებზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. ქართულ ენაზე ამ დროისთვის 45 ათასზე მეტი სტატიაა ვიკიპედიაში.

ინგლისურენოვანი განყოფილება დღეისათვის ყველაზე დიდია და შეიცავს სამ მილიონამდე სტატიას. მას მოჰყვებიან: გერმანული და ფრანგული ვიკიპედიები მილიონზე მეტი სტატიით, პოლონური, იტალიური, იაპონური, ესპანური, ჰოლანდიური, პორტუგალიური და რუსული ვიკიპედიები ნახევარ მილიონზე მეტი სტატიით. სულ კი ვიკიპედია 230-მდე ენაზე მუშავდება.

სექციების სია

[რედაქტირება] პროექტის მონაწილენი

პროექტის თავდაპირველი ორგანიზატორები იყვნენ ჯიმი უელსი (Jimmy Wales), ფირმა Bomis-ის აღმასრულებელი დირექტორი და ლარი სენგერი (Larry Sanger). პირველი 13 თვის განმავლობაში კომპანია Bomis აფინანსებდა ლ.სენგერს ვიკიპედიის პირველი სტატიების შესაქმნელად.

ვიკიპედიას არ ჰყავს რედაქტორთა ცენტრალიზებული შემადგენლობა, მთელი მასალა ივსება მონაწილეების, ვიკიპედიელების მიერ. ყველა მათგანს უფლება აქვს დაწეროს სტატია ნებისმიერ თემაზე და შეასწოროს სხვის მიერ უკვე დაწერილი სტატია. უფრო აქტიური ვიკიპედიელები შეიძლება გახდნენ ადმინისტრატორები, მაგრამ ეს თანამდებობა მას უფრო მეტ ვალდებულებებს აკისრებს, ვიდრე რაიმე უფლებებს ანიჭებს.

[რედაქტირება] თავისებურებები

ვიკიპედიის სტატიების რაოდენობა ექსპონენტურად იზრდება მის რამდენიმე მთავარენოვან გამოცემაში.

ვიკიპედია სრულად პასუხობს ე.წ. „ვიკის“ პრინციპს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერი სტატიის თავისუფალი რედაქტირება და მისი შინაარსის გავრცელება. ამ შესაძლებლობიდან გამომდინარეობს ვიკიპედიის ერთი მნიშვნელოვანი თვისება: საავტორო უფლებების არქონა. „GNU-ს საზოგადოებრივი ლიცენზიის“ თანახმად, არავის შეუძლია მოითხოვოს რაიმე უფლება ვიკიპედიის მასალებზე.

ვიკიპედიის პროექტის კრიტიკის ერთი უმთავრესი პუნქტი არის ის, რომ სტატიის რედაქტირება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს (მათ შორის არაპროფესინალს! ) და არავინაა პასუხისმგებელი ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეზე. ამის საპირისპირო არგუმენტია აზრი იმის შესახებ, რომ ვიკიპედიის მოხმარების და მასში ცვლილებების შეტანის სიადვილე ხელს უწყობს მასალების სიზუსტისა და აქტუალობის ამაღლებას.

წარმოქმნილი გაურკვევლობები და სადავო მომენტები განხილულ უნდა იქნეს ძირითადი ტექსტის გარეთ, სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ გვერდებზე, რომლებსაც ჰქვია განხილვა.

[რედაქტირება] წესები

ვიკიპედიაში ცოტაა ისეთი წესები, რომელთა მკაცრად დაცვა სავალდებულო იყოს, მაგრამ არის რამდენიმე ძირითადი პრინციპი:

  • დაუშვებელია იმ ტექსტების და გრაფიკული მასალების პუბლიკაცია, რომლებიც დაცულია საავტორო უფლებებით.
  • სტატიის წერისა და რედაქტირების დროს აუცილებელია მიუკერძოებულობა, ნეიტრალური თვალსაზრისის შენარჩუნება. ამ პრინციპის თანახმად, სტატიის საგანზე არსებული ყველა სადავო შეხედულება ამავე სტატიაში უნდა აისახოს.


[რედაქტირება] დობილი პროექტები

ფონდი ვიკიმედია, ვიკიპედიის ორგანიზატორი და მფლობელი კომპანია ასევე ახორციელებს ინტერნეტში პუბლიკაციის სხვა თავისუფალ პროექტებს:

  • Wikisource - თავისუფალი ბიბლიოთეკა,
  • Wikibooks - უფასო სახელმძღვანელოები,
  • Wiktionary - ლექსიკონი,
  • Wikiquote - ციტატების კრებული,
  • Wikiversity - საერთაშორისო უნივერსიტეტი, დისტანციური სწავლებით.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე