ფოთოთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფოთოთი
ფოთოთი Geranium psilostemon schwarzäugiger Storchschnabel
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვანები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ნემსიწვერასებრნი
გვარი:  ფოთოთი
ლათინური სახელი
Geranium psilostemon

ფოთოთი (ლათ. Geranium psilostemon, syn. Geranium armenium Boiss.) — იშვიათი ბალახოვანი მცენარე ნემსიწვერასებრთა ოჯახისა. ძირითადად გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთსა და დასავლეთ საქართველოს სუბალპურ და ალპურ ველებში. მნახველს ხიბლავს გამორჩეული სილამაზით. ევროპაში ფოთოთს იცნობენ შავთვალა გერანის სახელითაც.

ფოთოთი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, 80 სმ-მდე სიმაღლისა. ფოთლები ხუთკუთხაა, თითქმის ძირამდეა ჩაკვეთილი 5-7 სეგმენტად. ყვავილედი ცოტაყვავილიანია; გვირგვინის ფურცლები 22 მმ-მდე სიგრძისაა, მეწამულ-წითელი, მოშავო ძარღვებით და ძირთან შავი ლაქით.

იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყელებში, მდელოებზე, მაღალბალახეულობაში და დეკიანებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დარეჯან მცხვეთაძე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის თაიგული, თბ., 2001