ნემსიწვერასებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ნემსიწვერასებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Geraniaceae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
ნემსიწვერასებრნი (Geraniaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. გაერთიანებულია ბალახოვანი მცენარეები, იშვიათად ბუჩქბალახები ან ბუჩქები. ფოთლები თანაფოთლებიანი აქვთ, ყვავილები აქტინომორფული, იშვიათად ოდნავ ზიგომორფული; გვირგვინი წითელი ან მოლურჯო-იისფერია. აერთიანებს 8-მდე გვარის 800 სახეობას. გვხვდება ძირითადად ზომიერ ოლქებში, იშვიათად — ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. საქართველოში მხოლოდ 2 გვარია ნემსიწვერა და სავარცხელა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 7, გვ. 377, თბ., 1984
სტატიის