ფლოგისტონის თეორია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფლოგისტონის თეორია (ძვ. ბერძ. φλογιστόν (ფლოგისტონ)–წვა , φλόξ phlóx-დან "ცეცხლი") – თეორია, რომლის თანახმად ყოველი წვადი ნივთიერება (ხე, ზეთი) და არაკეთილშობილი ლითონები(რკინა, ტყვია, სპილენძი) შედგება ნაცრისა(“ხენჯი”, “კირი”) და ფლოგისტონისგან.იგი პირველად წარმოადგინა იოჰან ოაკიმ ბეხერმა 1667 წელს. თეორია იყო ერთგვარი ცდა აღეწერა წვა და მეტალთა ჟანგვა, თანამედროვე ამ პროცესებს ხსნის წვის ჟანგბადოვანი თეორიით. მიუხედავად თეორიის სიმცდარისა, წარმოდგენებმა ფლოგისტონის შესახებ დიდი როლი შეასრულა ქიმიის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბებაში. ამ თეორიის სიმცდარე დაამტკიცა ანტუან ლავუაზიემ XVIII საუკუნის დასასრულს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • საყმაწვილო ენციკოპედია, დილა, გვ. 11, თბილისი, 2006წელი