ფლეკიშტოკი
(გადამისამართდა გვერდიდან ფლეკისტოკი)
ფლეკიშტოკი | |
---|---|
კოორდინატები: 46°42′26″ ჩ. გ. 8°29′51″ ა. გ. / 46.70722° ჩ. გ. 8.49750° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 3 417 მ |
ქედი | ურნერის ალპები |
ფლეკიშტოკი (გერმ. Fleckistock) — მთა ურნერის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს ურის კანტონში, გადმოჰყურებს ვასენის მუნიციპალიტეტს. იგი უმაღლესი მწვერვალია ქედისა, რომელიც ზუსტენიოხის უღელტეხილის აღმოსავლეთითაა აღმართული.
მთის აღმოსავლეთი კალთა მყინვარებითაა დაფარული, დასავლეთი კალთა კი მათგან თითქმის თავისუფალია.
ფლეკიშტოკზე ასვლა როგორც ყოველთვის, სამხრეთ-დასავლეთ კალთიდან ხდება, ვორლაპის ხეობიდან.