ფლეკიშტოკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფლეკიშტოკი
კოორდინატები: 46°42′26″ ჩ. გ. 8°29′51″ ა. გ. / 46.70722° ჩ. გ. 8.49750° ა. გ. / 46.70722; 8.49750
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სიმაღლე 3 417 
ქედი ურნერის ალპები
ფლეკიშტოკი — შვეიცარია
ფლეკიშტოკი

ფლეკიშტოკი (გერმ. Fleckistock) — მთა ურნერის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს ურის კანტონში, გადმოჰყურებს ვასენის მუნიციპალიტეტს. იგი უმაღლესი მწვერვალია ქედისა, რომელიც ზუსტენიოხის უღელტეხილის აღმოსავლეთითაა აღმართული.

მთის აღმოსავლეთი კალთა მყინვარებითაა დაფარული, დასავლეთი კალთა კი მათგან თითქმის თავისუფალია.

ფლეკიშტოკზე ასვლა როგორც ყოველთვის, სამხრეთ-დასავლეთ კალთიდან ხდება, ვორლაპის ხეობიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]