ფიშერის მყინვარი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| გერმ. Fieschergletscher | |
|
|
|
| კოორდინატები:
/ |
|
| ტიპი | ხეობის მყინვარი |
| მდებარეობა | ბერნის ალპები, |
| ფართობი | 33 კმ² |
| სიგრძე | 16 კმ |
ფიშერის მყინვარი (გერმ. Fieschergletscher) — ხეობის მყინვარი ბერნის ალპების სამხრეთ ნაწილში, შვეიცარიის ვალეს კანტონის ტერიტორიაზე. მისი სიგრძე 16 კილომეტრია და ამ მხრივ მეორე უგრძესი მყინვარია ალპებში. მოიცავს 33 კმ²-ს.
მყინვარის საწყისი წერტილი ზღვის დონიდან 4 000 მეტრზე მდებარეობს, მწვერვალ ფიშერჰორნის აღმოსავლეთ კალთაზე. დასავლეთით ერწყმის გრიუნჰორნისა და გროს-ვანენჰორნის მთები, აღმოსავლეთით კი ფინსტერაარჰორნი.
ქვემო სექციაში, მყინვარი სამხრეთით მიემართება, გროს-ვანენჰორნისა და ფინსტერაარჰორნის ღრმა ხეობაში. ზაფხულში, როდესაც თოვლის ფენა დნება, მას ნაცრისფერი დაჰკრავს და დაფარულია გარსშემორტყმული ციცაბო მთებიდან ჩამოშლილი კლდეებით. მყინვარის ენის დასასრული ზღვის დონიდან 1 700 მეტრზე მდებარეობს.