ფიფინეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფიფინეთი — ისტორიული საქართველოს მხარის – ჰერეთის ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი (ახლანდ. ტოპონიმი ფიფანი, ეწოდება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სავარგულს მდინარე თალაჩაის მარცხენა ნაპირზე, სოფელ თალის მახლობლად, ზაქათალის რაიონი, აზერბაიჯანი). წყაროებში პირველად XVI საუკუნის დასაწყისში მოიხსენიება. ამ დროს ფიფინეთი საეკლესიო ცენტრი იყო. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, XVI საუკუნეში, როდესაც აქ დაიწყო ლეკი მოსახლეობის დამკვიდრება, ფიფინეთს ჭარი ეწოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]