ფიურნოს კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფიურნოს კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Furneaux Group

ფიურნოს კუნძულები (მწვანე ფერში)
გეოგრაფია
40°10′ ს. გ. 148°05′ ა. გ. / 40.167° ს. გ. 148.083° ა. გ. / -40.167; 148.083კოორდინატები: 40°10′ ს. გ. 148°05′ ა. გ. / 40.167° ს. გ. 148.083° ა. გ. / -40.167; 148.083
მდებარეობა ბასის სრუტე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 52
მთავარი კუნძული ფლინდერსი
ტასმანია
დემოგრაფია
მოსახლეობა 1145 (2006)

ფიურნოს კუნძულები (ინგლ. Furneaux Group) — ჯგუფი 52 კუნძულისაგან, რომლებიც მდებარეობენ ბასის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილში ავსტრალიის შტატებს ვიქტორიასა და ტასმანიას შორის. ჯგუფში ყველაზე დიდი კუნძულებია: — ფლინდერსი (1340 კმ²), კეიპ-ბარენი (465 კმ²) და კლარკი (82 კმ²)[1].

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიურნოს კუნძულების რუკა

ფიურნოს კუნძულები — როდესღაც არსებული მიწიერი ხიდის ნარჩენებია, რომელიც აერთიანებდა კუნძულ ტასმანიას ავსტრალიის მატერიკულ ნაწილთან. ამ ხიდის ჩაძირვის დრო უცნობია: სავარაუდოდ ეს მოხდა 12-18 ათასი წლის წინ. ამ პერიოდში წყლის ეროზიის შედეგად ხდებოდა ფორმაციის ჩამოყალიბება ფიურნოს კუნძულებზე.

კუნძულების დაახლოებით 1/3 ნაწილი დაფარულია გრანიტული მთებით, რომლებიც აღწევენ 700 მეტრს და მეტ სიმაღლეს. ფიურნოს კუნძულების დაახლოებით ნახევარი წარმოადგენს დიუნას მისი მსგავსი ნიადაგის დანალექებით. ბევრ დაბლობ ადგილებში ბევრი ლაგუნებით შეიძლება შევხვდეთ ესტუარიულ ქვიშოვან პლასტებს, თიხებს და კენჭებს. კუნძულებზე საკმაოდ ცოტაა უშრობი მდინარეები, მათი დიდი ნაწილი თავს იჩენს მხოლოდ წვიმების შედეგად.

სხვადასხვა რაოდენობის ნალექების, სიმაღლის, გეოლოგიური აგებულების და ლანდშაფტის გამო კუნძულზე ნიადაგის და მცენარეულობის დიდი მრავალფეროვნებაა. სანაპირო დიუნების გასწვრივ ჭარბობს კირქვის დიდი შემცველობის ნიადაგი. კუნძულის დასავლეთ სანაპიროს დაბლობ ადგილებში ჭარბობს მონოფრაქციული ქვიშა და არაერთგვაროვანი ნიადაგი.

კუნძულების კლიმატი სუბტროპიკული ოკეანურია, რბილია, რადგანაც ზღვა იცავს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისაგან. ნალექების წლის საშუალო რაოდენობა 600 მმ-დან სამხრეთ-დასავლეთით 800 მმ-მდე კუნძულების ცენტრალურ გორაკებიან ნაწილში. ჭარბობს დასავლეთის მიმართულების ქარები, რომლებსაც შეუძლია იქროლონ შეუჩერებლივ რამდენიმე დღის განმავლობაში ზამთარის ბოლოდან — გაზაფხულის დასაწტისის ჩათვლით. ზაფხულის თვეებში ქრის გრილი ზღვის ბრიზები.

ფიურნოს კუნძულებზე არსებობს დიდი რაოდენობით მცენარეულობა — დაახლოებით 800-900 სახეობა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულებს სახელი დაერქვა ბრიტანელი ზღვაოსნის ტობიას ფიურნოს პატივსაცემად, რომელიც იკვლევდა ამ ადგილებს 1773 წელს[2].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც ადრე ავსტრალიის მატერიკული ნაწილი შეერთებული იყო ტასმანიასთან, ფიურნოს კუნძულები ასრულებდა მათ შორის ხიდის ფუნქციას, რომლის მეშვეობითაც ავსტრალიელი აბორიგენები შევიდნენ კუნძულ ტასმანიაზე. შემდგომში ეს ხიდი წყალში ჩაიძირა, და კუნძულ ტასმანიაზე ჩამოყალიბება დაიწყო საკუთარმა უნიკალურმა კულტურამ და ტრადიციებმა. 1797 წელს ევროპელებმა ფიურნოს კუნძულებზე დაიწყეს სელაპებზე ნადირობა. მოგვიანებით ბევრი ევროპელი დაქორწინდა ადგილობრივ აბორიგებზე. მაგრამ კუნძულ ტასმანიაზე და ფიურნოზე უცხოელების გამოჩენამ გამოიწვია ადგილობრივი უნიკალური კულტურის მქონე მოსახლეობის გაქრობა (თანამედროვე მოსახლეობა — მეტისებია).

დღეისათვის 50-ზე მეტი კუნძულიდან მხოლოდ სამზე არსებობს მუდმივი მოსახლეობა: კუნძულებზე ფლინდერსი, კეიპ-ბარენი და კლარკი. კუნძულების ტერიტორიაზე მდებარეობს ხუთი დასახლებული პუნქტი: კილიკრენკი (ინგლ. Killiecrankie), ემიტა (ინგლ. Emita), ლედი-ბარონი (ინგლ. Lady Barron), კეიპ-ბარენ-აისლენდი (ინგლ. Cape Barren Island) და უაიტმარკი (ინგლ. Whitemark), რომლებიც ფიურნოს კუნძულების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრებია.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობა დაკავებულია მეცხვარეობით, უვლიან ბატებს, აწარმოებენ მატყლს. ბოლო პერიოდში ვითარდება ტურიზმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tasmania: Area of Major Islands. Australian Bureau of Statistics — www.abs.gov.au. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-23. ციტირების თარიღი: 22.12.2012.
  2. Dan Sprod. Furneaux, Tobias (1735—1781). Australian Dictionary of Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-23. ციტირების თარიღი: 22.12.2012.