ფიოდორ ხარებათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფიოდორ ხარებათი (რუს. Фёдор Григорьевич Харебати; დ. 2 სექტემბერი, 1930, სოფელი ისაკაუ, (ზნაურის რაიონი) — გ. 5 ივნისი, 2022, ცხინვალი[1]) — საბჭოთა და ოსი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი, მთარგმნელი. საქართველოს დამსახურებული არტისტი.

მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა რუსულ თეატრში. ათობით როლი შეასრულა ცხინვალის ოსური თეატრის სცენაზე. 1980 წლიდან მან თეატრის დამდგმელ რეჟისორად დაიწყო მუშაობა. ასევე აქტიურად მოღვაწეობდა ლიტერატურულ და პუბლიცისტიკის სფეროში. მის კალამს ეკუთვნის რეცენზიები, მოთხრობები, პიესების თარგმანები და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]