ფინდელის მყინვარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფინდელის მყინვარი
გერმ. Findelgletscher
Stockhornpass.JPG
კოორდინატები: 46°00′33″ ჩ. გ. 7°50′32″ ა. გ. / 46.00917° ჩ. გ. 7.84222° ა. გ. / 46.00917; 7.84222

ფინდელის მყინვარი მდებარეობა შვეიცარია

Blue Fire.svg
ტიპი ხეობის მყინვარი
მდებარეობა პენინის ალპები, შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ფართობი 19 კმ²
სიგრძე კმ

ფინდელის მყინვარი (გერმ. Findelgletscher) — ხეობის ტიპის მყინვარი პენინის ალპებში, დიუფურის მასივში, ცერმატის აღმოსავლეთით. სიგრძე 8 კილომეტრია, ფართობი 19 კმ².

მყინვარის საწყისი წერტილი მდებარეობს კიმა-დი-იაზის მთაზე, ზღვის დონიდან 3 803 მეტრ სიმაღლეზე, შვეიცარია-იტალიის საზღვარზე. აქედან მყინვარი დასავლეთით მიემართება, რიმპფიშჰორნსა და შტრაჰლჰორნს შორის. მყინვარის ენის დასასრული 2 500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

2009 წლის ოქტომბერში, ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მყინვარის სიგრძის გაზომვის ცდა ჩაატარა და მონაცემი 2005 წლის მაჩვენებელს შეადარეს. შედეგმა აჩვენა, რომ 1850 წლიდან მყინვარს დაკარგული ჰქონდა 49 მლნ მ³ ყინული და ფართობის მეოთხედი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]