ფიდიუაგ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფიდიუაგ („მაცნე“) — ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალი. საქართველოს მწერალთა კავშირის სამხრეთ ოსეთის განყოფილების ორგანო, გამოდიოდა ცხინვალში ოსურ ენაზე. დაარსდა 1927 წელს. სხვადასხვა დროს რედაქტორებად მუშაობდნენ: ა. ფლითი (1924–1928), ს. პულათი (1929–1932), ჰ. ჯათიათი (1933), ჩ. ბეჯიტათი (1934–1936); ს. სანაკოევი (1938), რ. ოიევი (1934–19..), ი ფლითი (1950–1954), პ. გაგლოითი (1955), გ. ჯათიათი (1973); 1974 წლიდან რედაქტორი იყო ვლადიმერ გაგლოითი. ჟურნალში იბეჭდებოდა ოსი მწერლების ნაწარმოებები, აგრეთვე თარგმანები ქართულ, რუსულ და სხვა ენებიდან, პუბლიცისტური წერილები და სხვა. ტირაჟი 14 ათასი (1985).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]